ფს. 144:1—15

დავითის ფსალმუნი 144  კურთხეული იყოს იეჰოვა, ჩემი კლდე,+რომელიც ბრძოლას ასწავლის ჩემს ხელებს+და ომს — ჩემს თითებს;   ჩემი სიკეთე* და ჩემი ციხესიმაგრე,+ჩემი თავშესაფარი მაღლობზე და ჩემი მხსნელი,+ჩემი ფარი+ და ჩემი თავშესაფარი,+ჩემთვის ხალხების დამმორჩილებელი.+   იეჰოვა, რა არის კაცი, რომ ამჩნევ,+ან მოკვდავი ადამიანის ძე,+ რომ ყურადღებას აქცევ?   ადამიანი ამონასუნთქივითაა,+მისი დღეები — წარმავალი ჩრდილივით.+   იეჰოვა, მოდრიკე შენი ზეცა, რომ ჩამოხვიდე;+შეეხე მთებს, რომ ბოლვა იწყონ.+   ელვით გაანათე, რომ გაფანტო ისინი,+გაუშვი შენი ისრები, რომ თავგზა აუბნიო მათ.+   გამოიწოდე ხელები სიმაღლიდან,+გამათავისუფლე და მიხსენი დიდი წყლისგან,+უცხოთა ხელიდან,+   რომელთა პირიც სიცრუეს ლაპარაკობს+და რომელთა მარჯვენაც სიცრუის მარჯვენაა.+   ღმერთო, ახალ სიმღერას გიმღერებ.+ათსიმიან საკრავზე გიმღერებ ქებას+ 10  მეფეთა მხსნელს,+შენი მსახური დავითის გამათავისუფლებელს დამღუპველი მახვილისგან.+ 11  გამათავისუფლე და მიხსენი იმ უცხოთა ხელიდან,+რომელთა პირიც სიცრუეს ლაპარაკობს,+და რომელთა მარჯვენაც სიცრუის მარჯვენაა;+ 12  რომლებიც ამბობენ: „ჩვენი ძეები გაზრდილი ნერგებივით არიან,+ჩვენი ქალიშვილები — სასახლის თლილი კუთხეებივით, 13  ჩვენი ბეღლები სავსეა ნაირ-ნაირი მოსავლით,+ჩვენი ცხვრის ფარები ათასჯერ და ათიათასჯერ მრავლდებიან მინდვრებში, 14  დამძიმებულია ჩვენი საქონელი, არც ჩახევები აქვს და არც გაბერწებულა;+არ ისმის ყვირილი ჩვენს მოედნებზე.+ 15  ბედნიერია ხალხი, რომელსაც ასე მისდის საქმე!“ბედნიერია ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა!+

სქოლიოები

იხილეთ 136:1-ის სქოლიო.