ფს. 145:1—21

ქება. დავითის ფსალმუნი א [ალეფ] 145  გადიდებ, ჩემო ღმერთო, მეფეო.+ვაკურთხებ შენს სახელს მარადიულად, სამუდამოდ.+ ב [ბეთ]   მთელი დღე გაკურთხებ.+ვადიდებ შენს სახელს მარადიულად, სამუდამოდ.+ ג [გიმელ]   დიდებულია იეჰოვა და დიდად საქები.+ჩაუწვდომელია მისი სიდიადე.+ ד [დელეთ]   თაობიდან თაობაში შეაქებენ შენს საქმეებს+და შენს ძლევამოსილ საქმეებზე ილაპარაკებენ.+ ה [ჰე]   შენი ღირსების დიდებულ სიდიადესა+და საოცარ საქმეებზე ვიფიქრებ.+ ו [ვავ]   ისინი ილაპარაკებენ შენი შიშის მომგვრელი საქმეების ძლიერებაზე.+შენს სიდიადეს ვაუწყებ.+ ז [ზაინ]   შენი უდიდესი სიკეთის ხსენებაში იქნებიან+და სიხარულით შესძახებენ შენი სიმართლის გამო.+ ח [ხეთ]   იეჰოვა მწყალობელი და გულმოწყალეა,+რისხვაში ნელი და სიკეთით* სავსე.+ ט [ტეთ]   კარგია იეჰოვა ყველასთვის+და მისი წყალობა ყველა მის საქმეში ვლინდება.+ י [ჲოდ] 10  ყველა შენი ქმნილება შეგასხამს ხოტბას, იეჰოვა,+და შენი ერთგულები გაკურთხებენ.+ כ [ქაფ] 11  შენი მეფობის დიდებაზე ილაპარაკებენ+და შენს ძლევამოსილებაზე ისაუბრებენ,+ ל [ლამედ] 12  რათა გააგებინონ ადამიანის ძეებს შენი ძლევამოსილი საქმეები+და შენი მეფობის სიდიადის დიდება.+ מ [მემ] 13  შენი მეფობა მარადიული მეფობაა+და შენი ძალაუფლება ყველა თაობაში ვრცელდება.+ ס [სამეხ] 14  იეჰოვა მხარში უდგას ყველას, ვინც ეცემა,+და აყენებს ყველა მოდრეკილს.+ ע [აინ] 15  შენ შემოგცქერის იმედიანად ყველას თვალი+და შენ აძლევ მათ საზრდოს დროულად.+ פ [ფე] 16  შლი შენს ხელს+და აკმაყოფილებ ყოველი ცოცხალი არსების სურვილს.+ צ [ცადე] 17  იეჰოვა მართალია ყველა თავის გზაზე+და ერთგულია ყველა თავის საქმეში.+ ק [კოფ] 18  იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას მოუხმობს,+ყველასთან, ვინც ჭეშმარიტებით მოუხმობს მას.+ ר [რეშ] 19  თავის მოშიშთა სურვილს შეასრულებს,+მოისმენს მათ ღაღადს, როცა დახმარებას სთხოვენ, და იხსნის მათ.+ ש [შინ] 20  იეჰოვა იცავს ყველა თავის მოყვარულს,+ყველა ბოროტს კი მოსპობს.+ ת [თავ] 21  ჩემი პირი ილაპარაკებს იეჰოვას ქებას.+ყოველმა ხორციელმა აკურთხოს მისი წმინდა სახელი მარადიულად, სამუდამოდ.+

სქოლიოები

იხილეთ 136:1-ის სქოლიო.