ფს. 146:1—10
146 ადიდეთ იაჰი*!+ადიდე იეჰოვა, ჩემო სულო!+
2 მთელი სიცოცხლე ვადიდებ იეჰოვას;+ქებას ვუმღერებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ.+
3 იმედს ნუ დაამყარებთ წარჩინებულებზე,+ნურც სხვა ადამიანებზე, რომელთაგანაც არ არის ხსნა.+
4 ამოსდის სული*,+ თვითონ კი უბრუნდება მიწას,+იმ დღეს ქრება მისი ფიქრები.+
5 ბედნიერია, ვისაც მშველელად ჰყავს იაკობის ღმერთი,+ვინც იმედს ამყარებს თავის ღმერთზე, იეჰოვაზე,+
6 რომელმაც შექმნა ცა და დედამიწა,+ზღვა და ყველაფერი, რაც მათშია;+ვინც მარადიულად იცავს ჭეშმარიტებას,+
7 ვინც სამართალს უჩენს მათ, ვისაც რაღაც გამოსძალეს,+და ვინც პურს აძლევს მშივრებს.+იეჰოვა ათავისუფლებს შებორკილებს.+
8 იეჰოვა უხელს ბრმებს თვალებს,+იეჰოვა უმართავს წელს მოხრილებს,+იეჰოვას უყვარს მართლები.+
9 იეჰოვა იცავს ხიზნებს,+უმამო ბავშვსა და ქვრივს შვებას ჰგვრის,+ბოროტთა გზას+ კი ამრუდებს.+
10 მარადიულად იმეფებს იეჰოვა,+შენი ღმერთი, სიონო, თაობიდან თაობაში.+ადიდეთ იაჰი!+