ფს. 147:1—20

147  ადიდეთ იაჰი*,+რადგან კარგია, რომ ქება ვუმღეროთ ჩვენს ღმერთს,+რადგან ეს სასიამოვნოა — შეშვენის მას ქება.+   იეჰოვა აშენებს იერუსალიმს,+თავს უყრის გაფანტულ ისრაელებს.+   ის კურნავს+ გულგატეხილებს+და უხვევს მტკივნეულ ჭრილობებს.+   ის თვლის ვარსკვლავებს,+ყოველ მათგანს სახელით მოუხმობს.+   დიდებულია ჩვენი უფალი, დიდია მისი ძალა;+მისი გამჭრიახობა განუზომელია.+   იეჰოვა შვებას ჰგვრის თვინიერებს,+ბოროტებს კი მიწამდე ამცირებს.+   უპასუხეთ იეჰოვას სამადლობელი სიმღერით,+ქება უმღერეთ ჩვენს ღმერთს ქნარით,+   მას, ვინც ღრუბლებით ფარავს ცას,+ვინც წვიმას უმზადებს დედამიწას,+ვინც მწვანე ბალახს აღმოაცენებინებს მთებს.+   ის საკვებს აძლევს ცხოველებს+და ყორნის აჩხავლებულ ბახალებს.+ 10  არც ცხენის სიძლიერით ხარობს+და არც ადამიანის ფეხმარდობა სიამოვნებს.+ 11  იეჰოვას მისი მოშიშები ახარებენ,+ისინი, ვინც მის სიკეთეს* მოელიან.+ 12  აქე იეჰოვა,+ იერუსალიმო,ადიდე შენი ღმერთი, სიონო!+ 13  მან გააძლიერა შენი კარიბჭეების ურდულები,მან გიკურთხა ძეები.+ 14  მშვიდობას აძლევს შენს მხარეს+და საუკეთესო ხორბლით გაძღებს.+ 15  თავის სიტყვას აგზავნის დედამიწაზე,+მიქრის მისი სიტყვა. 16  თოვლს მატყლივით იძლევა,+ნაცარივით ფანტავს თრთვილს.+ 17  ნამცეცებივით ყრის ყინულს.+ვინ გაუძლებს მის სუსხს?+ 18  აგზავნის თავის სიტყვას+ და ადნობს მათ.უბერავს თავის ქარს+და წვეთავს წყალი. 19  თავის სიტყვას ამცნობს იაკობს,+თავის წესებსა+ და სამართალს — ისრაელს.+ 20  სხვა არც ერთ ხალხს არ მოქცევია ასე.+მისი სამართალი არ იციან მათ.+ადიდეთ იაჰი!+

სქოლიოები

იხილეთ 111:1-ის სქოლიო.
იხილეთ 136:1-ის სქოლიო.