ფს. 148:1—14
148 ადიდეთ იაჰი*!+ადიდეთ იეჰოვა ზეციდან,+ადიდეთ იგი სიმაღლეებში,+
2 ადიდეთ იგი მისმა ანგელოზებმა,+ადიდეთ იგი მისმა ლაშქარმა,+
3 ადიდეთ იგი, მზეო და მთვარეო,+ადიდეთ იგი, მანათობელო ვარსკვლავებო,+
4 ადიდეთ იგი, ცანო ცათანო,+და თქვენ, წყლებო ზეცის ზემოთ!+
5 ადიდონ მათ იეჰოვას სახელი,+რადგან მისი ბრძანებით შეიქმნენ!+
6 მისით დგანან ისინი მარადიულად, სამარადისოდ.+მისცა მათ წესი, რომელიც არ გაუქმდება.+
7 ადიდეთ იეჰოვა დედამიწიდან,+ზღვის დიდო ცხოველებო და წყლის სიღრმეებო,+
8 ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და სქელო კვამლო,+ქარიშხალო, მისი სიტყვის შემსრულებელო,+
9 მთებო და გორებო,+ხეხილო და კედრებო,+
10 გარეულო და შინაურო ცხოველებო,+ქვეწარმავლებო და ფრინველებო,+
11 დედამიწის მეფეებო+ და ერებო,მთავრებო+ და დედამიწის მოსამართლეებო,+
12 ვაჟებო+ და ქალწულებო,+მოხუცებო+ ბავშვებთან ერთად!+
13 ადიდონ მათ იეჰოვას სახელი,+რადგან მხოლოდ მისი სახელია ყველაზე ამაღლებული!+მისი ღირსება ცასა და დედამიწას სცდება.+
14 ის აამაღლებს თავისი ხალხის რქას*,+თავის ერთგულთა დიდებას,+ისრაელის ძეებისა, რომლებიც ახლოს არიან მასთან.+ადიდეთ იაჰი!+