ფს. 149:1—9

149  ადიდეთ იაჰი*!+ახალი სიმღერა უმღერეთ იეჰოვას,+ქება უმღერეთ ერთგულთა კრებულში.+   გაიხაროს ისრაელმა თავისი დიდებული შემოქმედით,+იმხიარულონ სიონის ძეებმა თავიანთი მეფით.+   ცეკვით ადიდონ მისი სახელი.+ქება უმღერონ მას დაირითა და ქნარით.+   იეჰოვას სიამოვნებს თავისი ხალხი.+ის ხსნით ამკობს თვინიერებს.+   დიდებით გაიხარონ ერთგულებმა,სიხარულით შესძახონ თავიანთ საწოლებში.+   ღვთის სადიდებელი სიმღერები ჰქონდეთ ბაგეებზე+და ორლესული მახვილი ეჭიროთ ხელში,+   რათა შური იძიონ ხალხებზე+და გაკიცხონ ერები,+   რათა ხუნდები დაადონ მათ მეფეებს+და განდიდებულებს — რკინის ბორკილები,   რათა მათზე აღასრულონ დაწერილი სამართალი.+ასეთი სიდიადე ეკუთვნით მის ერთგულებს.+ადიდეთ იაჰი!+

სქოლიოები

იხილეთ 111:1-ის სქოლიო.