ფს. 15:1—5
დავითის სიმღერა
15 იეჰოვა, ვინ გესტუმრება კარავში?+ვინ დამკვიდრდება შენს წმინდა მთაზე?+
2 ვინც უბიწოდ დადის,+ სიმართლეს აკეთებს+და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს გულში;+
3 ცილს არავის სწამებს თავისი ენით,+ცუდს არაფერს უკეთებს თავის მეგობარს+და თავის ახლობელს არ შეურაცხყოფს;+
4 ვის თვალშიც ყველა საძულველი კაცი უარყოფილია,+იეჰოვას მოშიშებს კი პატივს სცემს;+ვინც არ ცვლის თავის საზიანოდ დაფიცებულს;+
5 ფულს სარგებლით არ გასცემს+და არ იღებს ქრთამს უდანაშაულოს წინააღმდეგ.+ასე მოქმედი არასოდეს წაიბორძიკებს.+