ფს. 16:1—11

დავითის მიქთამი* 16  დამიფარე, ღმერთო, რადგან შენ ხარ ჩემი თავშესაფარი.+   იეჰოვას ვუთხარი: „შენ იეჰოვა ხარ! ჩემი სიკეთით შენ ვერაფერს გარგებ,+   ის დედამიწაზე მცხოვრები წმინდებისთვისაა;ისინი, დიდებულები, მანიჭებენ სიამოვნებას“.+   ტკივილი უმრავლდებათ მათ, ვინც სხვისი გამოჩენისთანავე მისკენ ისწრაფვის.+არ დავღვრი სისხლს, რომელსაც დასაღვრელ შესაწირავად სწირავენ+და არც მათ სახელს ვახსენებ.+   იეჰოვას მსახურება ჩემთვის განკუთვნილი წილია+ და სასმისი.+შენ ინახავ ჩემს წილს.   მშვენიერი ადგილები მომიზომე სამკვიდროდ;+მომწონს ჩემი საკუთრება.   ვაკურთხებ იეჰოვას, რომელიც რჩევას მაძლევს;+ჩემს გამოსწორებას ემსახურება ჩემი თირკმელები ღამღამობით.+   ყოველთვის თვალწინ მიდგას იეჰოვა.+არ წავბორძიკდები, რადგან ის ჩემ მარჯვნივ არის.+   ამიტომ ხარობს ჩემი გული, ჩემი დიდება სიხარულს ესწრაფვის;+ჩემი სხეულიც* უსაფრთხოდ იქნება.+ 10  შენ არ დატოვებ ჩემს სულს* სამარეში*,+არ დაუშვებ, რომ შენმა ერთგულმა საფლავი* იხილოს.+ 11  შენ მასწავლი სიცოცხლის გზას.+შენი სახე დიდად მახარებს;+ნეტარებაა შენს მარჯვენა ხელთან მარადიულად.+

სქოლიოები

მუსიკალური ტერმინი, რომლის მნიშვნელობაც გაურკვეველია.
სიტყვასიტყვით — ხორცი.
ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
იხილეთ 6:5-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — ორმო.