ფს. 17:1—15
დავითის ლოცვა
17 ო, იეჰოვა, მოისმინე სიმართლე, ყურადღება მიაქციე ჩემს ვედრებას!+ყური მოაპყარი ჩემს ლოცვას, რომელსაც მზაკვრობას განრიდებული ბაგეებით წარმოვთქვამ.+
2 შენ გამიჩინე სამართალი+და შენმა თვალებმა იხილონ სიმართლე.+
3 შენ იკვლევ ჩემს გულს და მამოწმებ ღამით,+შენ მწმენდ. დაინახავ, რომ ცუდი არაფერი განმიზრახავს.+არ შესცოდავენ ჩემი ბაგეები.+
4 ადამიანთა საქმეებში,შენი ბაგეთა სიტყვის თანახმად, სიფრთხილეს ვიჩენდი ყაჩაღთა გზების მიმართ.+
5 მოვიკიდო ფეხი შენს გზაზე,+სადაც წაუბორძიკებლად გადავდგამ ნაბიჯებს.+
6 ღმერთო, შენ მოგიხმობ, რადგან მიპასუხებ.+ყური მომაპყარი და მოუსმინე ჩემს ნათქვამს.+
7 წარმოაჩინე შენი საოცარი სიკეთე*,+ იმ ხალხის მხსნელო, რომლებიც თავშესაფარს ეძებენმათგან შორს, ვინც ეურჩება შენს მარჯვენას.+
8 თვალის გუგასავით გამიფრთხილდი+და შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე+
9 ბოროტთა გამო, რომლებმაც გამძარცვეს.გარს მეხვევიან ჩემი სულის მტრები;+
10 ქონში არიან ჩაფლულნი;+მათი ბაგე ამპარტავნულად+ ლაპარაკობს.
11 ყოველ ნაბიჯზე გარს გვერტყმიან;+თვალი იმაზე უჭირავთ, მიწასთან როგორ გაგვასწორონ.+
12 თითოეული მათგანი ლომს ჰგავს, რომელსაც მსხვერპლის დაფლეთა სწადია,+და ისეთ ლომს, რომელიც სამალავშია ჩასაფრებული.
13 აღსდექ, იეჰოვა, დაუპირისპირდი მათ!+ქედი მოახრევინე და შენი მახვილით დაიხსენი ჩემი სული ბოროტისგან,+
14 იეჰოვა, შენი ხელით დაიხსენი ის ხალხისგან,+ქვეყნიერების ხალხისგან,+ ვისაც წილი აქვს ამ ცხოვრებაში+და ვისაც დამალული განძით უვსებ მუცელს,+ვისაც არ აკლია ძეები+და ვინც თავის შეგროვილს შვილებს უტოვებს.+
15 მე კი სიმართლით ვიხილავ შენს სახეს,+კმაყოფილებას ვიგრძნობ, გამოღვიძებისას შენს სახეს რომ დავინახავ.+
სქოლიოები
^ იხილეთ 5:7-ის სქოლიო.