ფს. 18:1—50
გუნდის ხელმძღვანელს. იეჰოვას მსახურის, დავითის სიმღერის სიტყვები, რითაც მან მიმართა იეჰოვას იმ დღეს, როცა დაიხსნა იგი იეჰოვამ მისი მტრებისა და საულის ხელიდან.+ აი რა თქვა მან:
18 მეყვარები, იეჰოვა, ჩემო ძალავ!+
2 იეჰოვაა ჩემი კლდე, ჩემი ციხესიმაგრე და მხსნელი.+ჩემი ღმერთი ჩემი კლდეა! თავს შევაფარებ მას,+ჩემს ფარსა და ხსნის რქას*, თავშესაფარს მაღლობზე.+
3 მოვუხმობ იეჰოვას, დიდად საქებარს,+და დამიხსნის ჩემი მტრებისგან.+
4 გარს შემომერტყა სიკვდილის საბელები;+უვარგისი ხალხის მოზღვავება თავზარს მცემდა.+
5 სამარის* საბელები შემომეხვია+და სიკვდილის მახეებს წავაწყდი.+
6 გასაჭირში მოვუხმობდი იეჰოვას,შველას ვთხოვდი ჩემს ღმერთს.+თავისი ტაძრიდან ისმენდა ჩემს ხმას,+მის ყურს მისწვდა ჩემი ხმა, როცა შველას ვთხოვდი.+
7 შეირყა და შეიძრა დედამიწა,+შეტორტმანდა მთათა საძირკვლები,+ირყეოდა, რადგან განრისხდა იგი.+
8 კვამლი გამოვიდა მისი ნესტოებიდან და შთამნთქმელი ცეცხლი — მისი პირიდან;+აბრიალებული ნაკვერჩხლები ცვიოდა მისგან.
9 მოდრიკა ზეცა და ჩამოვიდა.+შავი ღრუბელი იყო მის ფეხქვეშ.
10 ქერუბიმზე ამხედრებული მოფრინავდა,+სულის ფრთებით მოქროდა.+
11 სიბნელე თავის საფრად აქცია,+კარვად ჰქონდაშავი წყლები და სქელი ღრუბლები.+
12 ჩაიარეს მის წინაშე ელვარებისგან გამოსულმა მისმა ღრუბლებმა,+სეტყვამ და მოგიზგიზე ნაკვერჩხალმა.+
13 იეჰოვამ დაიქუხა ცაში+და დასჭექა+ უზენაესმასეტყვით და მოგიზგიზე ნაკვერჩხლით.
14 ისრებს უშვებდა მათ გასაფანტად;+გასტყორცნა ელვა, თავგზა რომ აებნია მათთვის.+
15 გამოჩნდა წყლის კალაპოტები,+გაშიშვლდა მიწის საძირკვლები,+რადგან შენ გაკიცხე, იეჰოვა, შენი ნესტოებიდან დაუბერე.+
16 ზემოდან გამომიწოდა ხელი და ამიყვანა,+დიდი წყლიდან ამომიყვანა.+
17 მიხსნა ძლიერი მტრისგან+და ჩემს მოძულეთაგან, რადგან ჩემზე ძლიერნი იყვნენ.+
18 უბედურების დღეს დამიპირისპირდნენ,+მაგრამ იეჰოვა მყავდა საყრდენად.+
19 გაშლილ ადგილზე გამომიყვანა,+მიხსნა, რადგან სასურველი ვიყავი მისთვის.+
20 იეჰოვა ჩემი სიმართლისამებრ მაჯილდოებს+და ჩემი სუფთა ხელების მიხედვით მომიზღავს;+
21 ვინაიდან ვიცავდი იეჰოვას გზებს,+ბოროტება არ ჩამიდენია და არ განვდგომივარ ჩემს ღმერთს;+
22 მისი სამართალი ჩემ წინაშეა+და არ გადავუხვევ მის წესებს.+
23 უბიწო ვიქნები მის წინაშე+და თავს დავიცავ დანაშაულისგან.+
24 იეჰოვამ მომიზღოს ჩემი სიმართლისამებრ+და ჩემი ხელების სიწმინდისამებრ მის თვალთა წინაშე.+
25 ერთგულს ერთგულებით უპასუხებ+და უბიწო კაცს უბიწოდ მოექცევი;+
26 წმინდისთვის წმინდა იქნები,+ხოლო მზაკვრისთვის — ცბიერი.+
27 დაჩაგრულ ხალხს იხსნი,+ამპარტავან თვალებს კი დაამცირებ.+
28 იეჰოვა, შენ აანთებ ჩემს ლამპარს.+ჩემი ღმერთი გამინათებს ბნელს.+
29 შენი შეწევნით გავექცევი მოთარეშეებს,+ჩემი ღვთის შეწევნით გალავანზეც გადავალ.+
30 სრულყოფილია ჭეშმარიტი ღვთის გზა;+წმინდაა იეჰოვას სიტყვა.+ფარია იგი ყველასთვის, ვინც თავს აფარებს მას.+
31 ვინ არის ღმერთი, თუ არა იეჰოვა?!+ვინ არის კლდე, თუ არა ჩვენი ღმერთი?!+
32 ჭეშმარიტი ღმერთი შემომსარტყლავს მაცოცხლებელი ძალით;+ის გამისრულყოფილებს გზას.+
33 ფურირმის ფეხებს მომცემს+და მაღლობზე დამაყენებს.+
34 ჩემს ხელს ბრძოლას ასწავლის+და ჩემს მკლავს სპილენძის მშვილდს მოაზიდვინებს.+
35 შენ მომცემ შენი ხსნის ფარს,+შენი მარჯვენა შემეწევა+და შენი თავმდაბლობა განმადიდებს.+
36 ფეხის დასადგამ ადგილს გამიფართოებ,+კოჭები არ ამიკანკალდება.+
37 დავედევნები ჩემს მტრებს და დავეწევი,არ დავბრუნდები, სანამ არ შეიმუსრებიან.+
38 გავაცამტვერებ მათ და ვეღარ ადგებიან;+ჩემს ფეხებთან დაეცემიან.+
39 მაცოცხლებელი ძალით შემომსარტყლავ საბრძოლველად;შენ დაამხობ ჩემს ფეხქვეშ მათ, ვინც წინ აღმიდგება.+
40 უკუაქცევ ჩემს მტრებს;+დავადუმებ ჩემს მოძულეებს.+
41 შველას ითხოვენ, მაგრამ არ არის მხსნელი,+უხმობენ იეჰოვას, მაგრამ არ პასუხობს მათ.+
42 მტვრად ვაქცევ და ქარი წაიღებს მათ,+ქუჩის ტალახივით გადავღვრი გარეთ.+
43 შენ მიხსნი შარიანი ხალხისგან;+შენ დამაყენებ ერების მთავრად;+მემსახურება უცხო ხალხი.+
44 ყურმოკრულზეც კი დამემორჩილებიან;+უცხოელები ფეხქვეშ გამეგებიან.+
45 დაუძლურდებიან უცხოელები,აცახცახებულები გამოვლენ თავიანთი სიმაგრეებიდან.+
46 ცოცხალია იეჰოვა,+ კურთხეული იყოს ჩემი კლდე;+განდიდდეს ჩემი ხსნის ღმერთი!+
47 ჭეშმარიტი ღმერთი შურს იძიებს ჩემთვის;+ის მიმორჩილებს ხალხებს;+
48 ის მიხსნის მრისხანე მტრებისგან.+შენ ამამაღლებ მათზე, ვინც ჩემ წინააღმდეგ აღსდგა,+მიხსნი მოძალადისგან.+
49 ამიტომაც ხოტბას შეგასხამ ერებს შორის, იეჰოვა,+ქებას ვუმღერებ შენს სახელს.+
50 დიდებულ საქმეებს აკეთებს თავისი მეფის სახსნელად,+სიკეთეს* ავლენს თავისი ცხებულის მიმართ,+დავითისა და მისი შთამომავლის მიმართ მარადიულად.+
სქოლიოები
^ ცხოველის რქა ხშირად ძალისა და ძალაუფლების სიმბოლოდ გამოიყენება.
^ იხილეთ 6:5-ის სქოლიო.
^ იხილეთ 5:7-ის სქოლიო.