ფს. 19:1—14
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის სიმღერა
19 ღვთის დიდებას აუწყებს ზეცა+და სივრცე მის ხელთა ნამოქმედარზე მეტყველებს.+
2 დღითი დღე გადასცემენ სიტყვას,+ღამიდან ღამემდე ამხელენ ცოდნას.+
3 არც ლაპარაკი ისმის, არც სიტყვებიდა არც მათი ხმა,+
4 თუმცა მათი საზომი მთელ დედამიწაზეა გადაჭიმული+და მათი სიტყვები ქვეყნიერების კიდეებს სწვდება.+მათში დაუდგა კარავი მზეს,+
5 რომელიც გამოდის, როგორც ნეფე საქორწილო ოთახიდან,+ბილიკზე მორბენალი ვაჟკაცივით ხარობს.+
6 ზეცის ერთი კიდიდან გამოდისდა მეორე კიდეში ამთავრებს წრებრუნვას.+ვერაფერი ემალება მის მცხუნვარებას.+
7 იეჰოვას კანონი+ სრულყოფილია,+ სულს* აცოცხლებს.+იეჰოვას შეხსენება+ სანდოა,+ დააბრძენებს გამოუცდელებს.+
8 იეჰოვას ბრძანებები+ სამართლიანია,+ გულს ახარებს.+იეჰოვას მცნება+ წმინდაა,+ აბრწყინებს თვალებს.+
9 იეჰოვას შიში+ წმინდაა, მარადიული.იეჰოვას ყველა განაჩენი+ ჭეშმარიტია+ და სამართლიანი;+
10 ოქროზე სასურველი, თვით დიდძალ ხალას ოქროზე;+თაფლზე ტკბილი,+ ფიჭიდან გადმოღვრილ თაფლზე.+
11 ისინი აფრთხილებენ შენს მსახურს;+დიდია ჯილდო მათი დაცვისათვის.+
12 ვინ მიხვდება თავის შეცდომებს?+გაუთვითცნობიერებელი ცოდვებისგან* უდანაშაულოდ მცანი.+
13 შეაკავე შენი მსახური კადნიერი საქციელისგან,+არ დაუშვა, რომ იბატონოს მან ჩემზე.+მაშინ ვიქნები უმწიკვლო+და ბრალი არ მექნება მრავალ ცოდვაში.
14 ჩემი პირიდან გამოსული სიტყვები და ჩემი გულის ზრახვები+სასიამოვნო იყოს შენთვის, იეჰოვა, ჩემო კლდეო+ და ჩემო გამომსყიდველო!+