ფს. 2:1—12

2  რატომ ბობოქრობენ ხალხები+და რატომ ფიქრობენ ერები ამაოებაზე?+   დადგნენ დედამიწის მეფეები+და შეიკრიბნენ უმაღლესი მოხელეები+იეჰოვასა+ და მისი ცხებულის წინააღმდეგ,+   ამბობენ: „დავწყვიტოთ მათი სადავეები+და მოვიშოროთ მათი თოკები!“+   გაიცინებს ზეცაში მჯდომი,+იეჰოვა სასაცილოდ აიგდებს მათ.+   მაშინ თავისი მრისხანებით+ შეაძრწუნებს მათდა რისხვით ეტყვის:+   „მე, მე დავაყენე ჩემი მეფე+სიონზე,+ ჩემს წმინდა მთაზე“.+   ვაუწყებ იეჰოვას ბრძანებას.მან მითხრა: „შენ ჩემი ძე ხარ;+მე დღეს გავხდი შენი მამა.+   მთხოვე,+ რომ მოგცე ხალხები მემკვიდრეობად+და დედამიწის კიდეები — საკუთრებად.+   დალეწავ მათ რკინის კვერთხით+და მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ“.+ 10  ახლა კი, მეფეებო, გამოავლინეთ გამჭრიახობა,გამოსწორდით, დედამიწის მოსამართლეებო!+ 11  შიშით+ ემსახურეთ იეჰოვას,გიხაროდეთ და თრთოდეთ!+ 12  ეამბორეთ ძეს,+ რომ არ განრისხდეს ღმერთიდა არ მოიკვეთოთ თქვენი გზიდან,+რადგან ადვილად ინთება მისი რისხვა.+ბედნიერია ყველა, ვინც მას აფარებს თავს.+

სქოლიოები