ფს. 20:1—9
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის სიმღერა
20 იეჰოვამ გიპასუხოს გაჭირვების დღეს.+იაკობის ღვთის სახელმა დაგიფაროს.+
2 შველა მოგივლინოს თავისი წმინდა ადგილიდან+და სიონიდან გაგამაგროს.+
3 ახსოვდეს ყველა შენი საძღვნო შესაწირავი+და მსუყე იყოს მისთვის შენი დასაწვავი შესაწირავი.+ სელა.
4 მოგცეს, რაც გულით გწადია,+და ყველა შენი განზრახვა შეასრულოს.+
5 სიხარულით ვიყიჟინებთ შენგან ხსნით+და ჩვენი ღვთის სახელით აღვმართავთ დროშებს.+იეჰოვამ შეგისრულოს ყველა სათხოვარი.+
6 ვიცი, რომ იეჰოვა იხსნის თავის ცხებულს.+ის უპასუხებს მას თავისი წმინდა ზეციდან,+თავისი მარჯვენის ძლევამოსილი საქმეებით იხსნის.+
7 ზოგი ეტლებს ახსენებს, ზოგი — ცხენებს,+ჩვენ კი ჩვენი ღვთის, იეჰოვას, სახელს ვახსენებთ.+
8 ისინი გატყდნენ და დაეცნენ;+ჩვენ კი წამოვდექით და წამოვიმართეთ.+
9 იეჰოვა, იხსენი მეფე!+ის იმ დღესვე გვიპასუხებს, რა დღესაც მოვუხმობთ.+