ფს. 21:1—13
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის სიმღერა
21 იეჰოვა, შენი ძალით ხარობს მეფე+და სურს, რომ იმხიარულოს შენგან ხსნით!+
2 შენ შეუსრულე მას გულის წადილი+და მისი ბაგის სათხოვარი არ უკუაგდე.+ სელა.
3 შენ შეეგებე მას და ყოველივე კარგით აკურთხე;+შენ დაადგი მას თავზე ხალასი ოქროს გვირგვინი.+
4 სიცოცხლე გთხოვა და შენ მიეცი,+დღეგრძელობა მარადიულად, სამუდამოდ.+
5 დიდია მისი დიდება, რადგან შენგანაა მისი ხსნა.+ღირსებასა და სიდიადეს ანიჭებ მას.+
6 დიდად კურთხეული გეყოლება მარადიულად+და შენ წინაშე ყოფნით გაახარებ;+
7 იეჰოვაზეა მეფე მინდობილი,+უზენაესის სიკეთეზე*. არ წაბორძიკდება.+
8 შენი ხელი იპოვის ყველა შენს მტერს,+შენი მარჯვენა მიაგნებს შენს მოძულეებს.
9 გავარვარებულ ღუმელს დაამსგავსებ მათ, როცა დანიშნულ დროს გამოჩნდები.+იეჰოვას რისხვა შთანთქავს მათ და ცეცხლი შეჭამს.+
10 მოსპობ მათ ნაყოფს დედამიწიდან+და მათ შთამომავლობას — ადამიანთა ძეებიდან.+
11 ყოველივე ცუდი შენკენ მომართეს;+ის განიზრახეს, რასაც ვერ განახორციელებენ.+
12 შენ უკუაქცევ მათ,+რადგან მშვილდს მოზიდავ მათი სახისკენ.+
13 იეჰოვა, განდიდდი შენი ძლიერებით!+ვუმღერებთ და ხოტბას შევასხამთ შენს ძლევამოსილებას.+
სქოლიოები
^ იხილეთ 5:7-ის სქოლიო.