ფს. 22:1—31

გუნდის ხელმძღვანელს: ფურირემი ცისკრისას. დავითის სიმღერა 22  ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?+რატომ ხარ შორს და არ მშველი?+რატომ ხარ შორს და არ გესმის ჩემი კვნესა?+   ჩემო ღმერთო, დღისით გიხმობ, მაგრამ არ მპასუხობ,+ღამითაც გიხმობ, არ ვდუმდები.+   შენ წმინდა ხარ,+ისრაელისგან ქებით ხარ გარემოცული.+   შენ გენდობოდნენ ჩვენი მამები,+გენდობოდნენ და შენ იხსნიდი მათ.+   შენ შემოგღაღადებდნენ+ და თავს აღწევდნენ საფრთხეს;+შენ გენდობოდნენ და არ შერცხვენილან.+   მე კაცი კი არა, მატლი+ ვარ,ადამიანთათვის დასაძრახი და ხალხისთვის საძულველი.+   ვინც კი მხედავს, ყველა დამცინის,+გაუღიათ პირი და თავს აქნევენ:+   იეჰოვას მიანდო თავი+ და მან გადაარჩინოსო,+მან იხსნას, რაკი მოსაწონიაო მისთვის!+   შენ გამომიყვანე მუცლიდან,+შენ დამაიმედე დედის მკერდზე მყოფი.+ 10  შენზე ვარ მონდობილი იმ დღიდან, რაც საშვილოსნოდან გამოვედი;+დედის მუცლიდან შენ ხარ ჩემი ღმერთი.+ 11  ნუ განმშორდები, რადგან ახლოს არის ჩემი გასაჭირი+და არა მყავს სხვა მშველელი.+ 12  მოზვრები მახვევია გარს,+ბაშანის ძლიერებმა შემომარტყეს წრე.+ 13  ჩემ წინააღმდეგ გახსნეს პირი+ლომივით, მსხვერპლს რომ ფლეთს და ბრდღვინავს.+ 14  წყლად დავიღვარე,+ჩემი ძვლები ერთმანეთს დაშორდა;+ცვილივით გამიხდა გული,+მუცელში ჩამიდნა.+ 15  თიხის ჭურჭლის ნატეხივით გამომეფიტა ძალა+და ენა ღრძილებზე მიმეკრა;+სიკვდილის მტვერში გყავარ ჩასმული.+ 16  ძაღლები შემომეხვივნენ,+ბოროტმოქმედთა კრებული შემომერტყა გარს;+ლომივით ეტანებიან ჩემს ხელ-ფეხს.+ 17  ჩემი ძვლების დათვლაც კი შემიძლია.+მიყურებენ ისინი და მომჩერებიან.+ 18  ჩემს ტანსაცმელს ინაწილებენ+და ჩემს სამოსელზე წილს ყრიან.+ 19  შენ კი ნუ განმშორდები, იეჰოვა!+იჩქარე ჩემ დასახმარებლად,+ ჩემო ძალავ!+ 20  იხსენი მახვილისგან ჩემი სული,+ჩემი ერთადერთი — ძაღლის ბრჭყალებისგან;+ 21  მიხსენი ლომის ხახისგან,+მიპასუხე და მიხსენი გარეული ხარის რქებისგან.+ 22  ჩემს ძმებს+ ვაუწყებ შენს სახელს;+კრებულში მოგიძღვნი ქებას.+ 23  იეჰოვას მოშიშნო, ქება უძღვენით მას!+იაკობის შთამომავალნო, განადიდეთ იგი!+გეშინოდეთ მისი, ისრაელის შთამომავალნო!+ 24  ვინაიდან არც აბუჩად აუგდია+და არც შეზიზღებია ჩაგრული გაჭირვების გამო*;+არ დაუმალავს სახე მისგან+და როცა შველას სთხოვდა, უსმენდა მას.+ 25  შენი საქმეების გამო შეგაქებ დიდ კრებულში;+ჩემს აღთქმებს შევასრულებ მის მოშიშთა წინაშე.+ 26  თვინიერები შეჭამენ და გაძღებიან;+ქებას მიუძღვნიან იეჰოვას მისი მაძიებლები.+მარადიულად ძგერდეს თქვენი გულები.+ 27  დედამიწის ყოველი კიდე გაიხსენებს იეჰოვას და დაუბრუნდება მას.+მდაბლად თაყვანს გცემს ხალხთა ყველა ტომი.+ 28  მეფობა იეჰოვასია+და ის მბრძანებლობს ხალხებზე.+ 29  დედამიწის მდიდრები შეჭამენ და მუხლს მოიყრიან,+ქედს მოიხრის მის წინაშე ყველა, ვინც მტვრად იქცევა;+ვერავინ შეინარჩუნებს სულს* ცოცხლად.+ 30  მას ემსახურებიან შთამომავლები;+იეჰოვას შესახებ ეუწყება მომავალ თაობას.+ 31  მოვლენ და აუწყებენ მის სიმართლესა+და საქმეებს ხალხს, რომელიც დაიბადება.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — არც შეზიზღებია გაჭირვებულის გაჭირვება.
ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.