ფს. 23:1—6
დავითის სიმღერა
23 იეჰოვაა ჩემი მწყემსი,+არაფერი მომაკლდება.+
2 აბიბინებულ საძოვრებზე მასვენებს,+წყალუხვი მოსასვენებელი ადგილებისკენ მიმიძღვის.+
3 სულს მიცოცხლებს.+სიმართლის ბილიკებით მივყავარ თავისი სახელის გულისთვის.+
4 უკუნი სიბნელით მოცულ ხევში დავაბიჯებ,+მაგრამ ბოროტება არ მაშინებს,+რადგან შენა ხარ ჩემთან;+შენი ჯოხი და შენი კვერთხი მანუგეშებენ.+
5 სუფრას მიშლი ჩემი მტრების წინაშე.+ზეთი მცხე თავზე;+ჩემი სასმისი პირამდეა სავსე.+
6 რაც კარგი და კეთილია*, ის გამომყვება მთელი ჩემი სიცოცხლის დღენი;+დავმკვიდრდები იეჰოვას სახლში მრავალი დღე.+
სქოლიოები
^ იხილეთ 5:7-ის სქოლიო.