ფს. 24:1—10

დავითის სიმღერა 24  იეჰოვასია დედამიწა და ყველაფერი, რაც მასზეა,+მიწა და მასზე მცხოვრებნი.+   მყარად დააფუძნა ის ზღვებზე+და მტკიცედ დაადგინა მდინარეებზე.+   ვინ ააღწევს იეჰოვას მთაზე+და ვინ ავა მის წმინდა ადგილზე?+   „ვისაც უდანაშაულო ხელი და სუფთა გული აქვს,+ვინც უღირსად არ მოპყრობია ჩემს სულს*+და ცრუდ არ დაუფიცია“.+   ის მიიღებს კურთხევას იეჰოვასგან+და სიმართლეს — თავისი ხსნის ღვთისგან.+   ეს არის თაობა, რომელიც ეძებს მას,შენი სახის მაძიებელთა თაობა, იაკობის ღმერთო!+ სელა.   „ასწიეთ თავები, კარიბჭეებო,+აღიმართეთ, მარადარსებულო შესასვლელებო,+რომ შემოვიდეს დიდებული მეფე!“+   „ვინ არის ეს დიდებული მეფე?“+„იეჰოვა — ძლიერი და ძლევამოსილი,+იეჰოვა — ბრძოლაში ძლიერი“.+   „ასწიეთ თავები, კარიბჭეებო,+აღიმართეთ, მარადარსებულო შესასვლელებო,რომ შემოვიდეს დიდებული მეფე!“+ 10  „ვინ არის ეს დიდებული მეფე?“„იეჰოვა, ლაშქართა* ღმერთი — ის არის დიდებული მეფე!“+ სელა.

სქოლიოები

ანუ ჩემს სიცოცხლეს. იგულისხმება იეჰოვას სიცოცხლე, რომელსაც იფიცებს ადამიანი. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
იგივე ცაბაოთი.