ფს. 25:1—22

დავითის ფსალმუნი א [ალეფ] 25  შენკენ აღვაპყრობ ჩემს სულს, იეჰოვა!+ ב [ბეთ]   შენ მოგენდობი, ჩემო ღმერთო.+ნუ შევრცხვებიდა ნუ გაიხარებენ ჩემი მტრები ჩემი უბედურებით.+ ג [გიმელ]   არც ერთი შენი მოიმედე არ შერცხვება.+შერცხვებიან ისინი, ვინც ვერაგულად იქცევიან, მაგრამ წარუმატებლად.+ ד [დელეთ]   მაუწყე შენი გზები, იეჰოვა,+მასწავლე შენი ბილიკები!+ ה [ჰე]   მატარე შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე,+რადგან შენა ხარ ჩემი ხსნის ღმერთი.+ ו [ვავ]მთელი დღე შენზე ვარ დაიმედებული.+ ז [ზაინ]   გაიხსენე შენი წყალობა,+ იეჰოვა, და შენი სიკეთე*,+რადგან უხსოვარი დროიდან ავლენ მათ.+ ח [ხეთ]   ნუ გამიხსენებ ახალგაზრდობაში ჩადენილ ცოდვებსა და ურჩობას.+შენი სიკეთით გამიხსენე,+იეჰოვა, რადგან კარგი ხარ!+ ט [ტეთ]   კარგია და მართალია იეჰოვა.+ამიტომაც სწორი გზისკენ მიმართავს ცოდვილებს.+ י [ჲოდ]   ის აღძრავს თვინიერებს, მისი სამართლით იარონ,+თავის გზას ასწავლის თვინიერებს.+ כ [ქაფ] 10  იეჰოვას ყველა გზა სიკეთე და ჭეშმარიტებაამისი შეთანხმებისა+ და შეხსენებების დამცველთათვის.+ ל [ლამედ] 11  შენი სახელის გულისთვის, იეჰოვა,+მაპატიე ჩემი დანაშაული, რადგან დიდია იგი.+ מ [მემ] 12  ვინ არის იეჰოვას მოშიში კაცი?+ის ასწავლის მას გზას, რომელსაც აირჩევს.+ נ [ნუნ] 13  ყოველივე კარგი ექნება მის სულს+და მისი შთამომავლობა დედამიწას დაიმკვიდრებს.+ ס [სამეხ] 14  იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა მის მოშიშებს აქვთ,+მათთვის არის მისი შეთანხმებაც, რომლის შესახებაც ასწავლის მათ.+ ע [აინ] 15  თვალები მუდამ იეჰოვასკენ მაქვს მიპყრობილი,+რადგან ის გამითავისუფლებს ფეხს ბადიდან.+ פ [ფე] 16  მომხედე და წყალობა მიყავი,+რადგან მარტოდმარტო და დაჩაგრული ვარ.+ צ [ცადე] 17  მწუხარებით ამევსო გული,+თავი დამაღწევინე დაძაბულობას.+ ר [რეშ] 18  დაინახე ჩემი გაჭირვება და უბედურება+და მომიტევე ყველა ცოდვა.+ 19  ნახე, როგორ გამიმრავლდა მტერი,+რომელმაც მეტისმეტად მომიძულა.+ ש [შინ] 20  დაიცავი ჩემი სული და მიხსენი.+ნუ შევრცხვები, მე ხომ შენ შეგაფარე თავი.+ ת [თავ] 21  დამიცვას უმწიკვლობამ და სიმართლემ,+რადგან შენზე ვამყარებ იმედს.+ 22  ღმერთო, გამოისყიდე ისრაელი ყველა გასაჭირისგან!+

სქოლიოები

იხილეთ 5:7-ის სქოლიო.