ფს. 26:1—12
დავითის ფსალმუნი
26 გამიჩინე სამართალი,+ იეჰოვა, რადგან უმწიკვლოდ დავდივარ.+იეჰოვაზე ვარ მინდობილი, რათა არ წავბორძიკდე.+
2 შემამოწმე, იეჰოვა, და გამომცადე,+განმიწმინდე თირკმელები და გული.+
3 ჩემ თვალწინ არის შენი სიკეთე*და შენი ჭეშმარიტებით დავდივარ.+
4 ცრუ ხალხთან არ ვზივარ+და თვალთმაქცებთან არ დავდივარ.+
5 შევიძულე ბოროტმოქმედთა კრებული+და ბოროტებთან არ ვზივარ.+
6 უდანაშაულობით დავიბან ხელს+და გარს შემოვუვლი შენს სამსხვერპლოს, იეჰოვა,+
7 რათა ხმამაღლა გაისმას ჩემი სამადლობელი+და შენი საოცარი საქმეები ვაუწყო.+
8 იეჰოვა, მიყვარს შენი სახლი, შენი სამყოფელი,+და შენი დიდების სამკვიდრო.+
9 ნუ წამართმევ სულს ცოდვილებთან ერთად,+ნურც სიცოცხლეს — სისხლისმღვრელებთან ერთად,+
10 რომლებსაც ხელი ბოროტმოქმედებაში აქვთ გარეული+და მარჯვენა მექრთამეობით აქვთ სავსე.+
11 მე კი უმწიკვლოდ ვივლი.+გამომისყიდე+ და წყალობა მიყავი.+
12 ფეხს სწორ ადგილზე დავდგამ;+შეკრებილ ხალხში ვაკურთხებ იეჰოვას.+
სქოლიოები
^ იხილეთ 5:7-ის სქოლიო.