ფს. 27:1—14

დავითის ფსალმუნი 27  იეჰოვაა ჩემი სინათლე+ და ხსნა.+ვისი უნდა მეშინოდეს?!+იეჰოვაა ჩემი სიცოცხლის ბურჯი.+ვინ შემაძრწუნებს?!+   როცა ჩემი ხორცის შესაჭმელად მომიახლოვდნენ ბოროტმოქმედნი,+ჩემი მტრები და მოწინააღმდეგენი,+წაბორძიკდნენ და დაეცნენ ისინი.+   ჯარმაც რომ დაიბანაკოს ჩემ წინააღმდეგ,+არ შეკრთება ჩემი გული.+ომიც რომ გაჩაღდეს ჩემ წინააღმდეგ,+იმედიანად ვიქნები.+   ერთი რამ ვთხოვე იეჰოვას,+ერთ რამეს ვესწრაფვი,+რომ მთელი ჩემი სიცოცხლის დღენი იეჰოვას სახლში ვმკვიდრობდე,+ვიხილო იეჰოვას მშვენიერება+და მადლიერებით შევცქეროდე მის ტაძარს.+   უბედურების დღეს დამმალავს თავის თავშესაფარში,+თავისი კარვის სამალავს შემაფარებს.+მაღალ კლდეზე დამაყენებს.+   თავს ავწევ გარსშემოხვეულ მტრებზე მაღლა.+მის კარავში მხიარულ შეძახილს მივიტან მსხვერპლად.+ვუმღერებ და ვუგალობებ იეჰოვას.+   მომისმინე, იეჰოვა, როცა მოგიხმობ,+წყალობა მიყავი და მიპასუხე.+   გული შენს სიტყვებს მკარნახობს: „ესწრაფეთ ჩემი სახის ხილვას!“+ვესწრაფვი შენი სახის ხილვას, იეჰოვა!+   ნუ დამიმალავ შენს სახეს,+რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მსახურს.+იყავი ჩემი მშველელი.+ნუ მიმატოვებ, ნუ დამტოვებ, ჩემი ხსნის ღმერთო!+ 10  დედ-მამასაც რომ მივეტოვებინე,+იეჰოვა ამიყვანდა.+ 11  მასწავლე, იეჰოვა, შენი გზა+და წამიძეხი სიმართლის ბილიკზე ჩემი მტრებისგან დასაცავად. 12  ნუ გადამცემ ჩემი მტრების სულს,+რადგან ჩემ წინააღმდეგ აღსდგნენ ცრუმოწმეები+და მოძალადეები.+ 13  რომ არ მქონოდა რწმენა და არ მენახა, რაოდენ კარგია იეჰოვა ცოცხალთა ქვეყანაში, რა მეშველებოდა?!+ 14  იეჰოვაზე დაამყარე იმედი,+ გამბედაობა მოიკრიბე და გული გაიმაგრე.+იეჰოვაზე დაამყარე იმედი.+

სქოლიოები