ფს. 28:1—9

დავითის ფსალმუნი 28  შენ მოგიხმობ, იეჰოვა!+ყურს ნუ დაიხშობ, ჩემო კლდეო,+და ნუ დადუმდები,+რათა საფლავში* ჩამავალთ არ დავემსგავსო.+   ისმინე ჩემი ვედრება, როცა შველას გთხოვ,როცა ხელებს აღვაპყრობ+ შენი წმინდა ადგილის+ შიდა ოთახისკენ.   ნუ წამიყვან ბოროტებთან და სიავის მქნელებთან ერთად,+რომლებიც თავიანთ მეგობრებს მშვიდობაზე ელაპარაკებიან,+ გულში კი ბოროტება აქვთ.+   მიაგე მათ მათი საქმეებისამებრ+და მათი ბოროტმოქმედებისამებრ;+ხელის ნამოქმედარისამებრ მიაგე მათ;+რასაც თვითონ აკეთებენ, ის მიუზღე.+   არაფრად აგდებენ იეჰოვას საქმეებსა+და მის ხელთა ნამოქმედარს.+ის დააქცევს მათ და აღარ ააშენებს.   კურთხეული იყოს იეჰოვა, რადგან შეისმინა ჩემი ვედრება.+   იეჰოვაა ჩემი ძალა+ და ფარი.+გულით ვენდობი მას.+შემეწია იგი და ხარობს ჩემი გული,+ჩემი სიმღერით ხოტბას შევასხამ მას.+   იეჰოვა ძალაა თავისი ხალხისთვის+და დიდებული ხსნის ბურჯი — თავისი ცხებულისთვის.+   იხსენი შენი ხალხი და აკურთხე შენი მემკვიდრეობა;+მწყემსე ისინი და ატარე მარადიულად.+

სქოლიოები

იხილეთ 16:10-ის სქოლიო საფლავთან.