ფს. 29:1—11

დავითის სიმღერა 29  ძლიერთა ძეებო, მიაგეთ იეჰოვას,მიაგეთ იეჰოვას დიდება და აღიარეთ მისი ძალა.+   მიაგეთ იეჰოვას მისი სახელის დიდება;+მდაბლად თაყვანი ეცით იეჰოვას, წმინდა სამოსელში გამოწყობილებმა.+   წყლებზე ვრცელდება იეჰოვას ხმა;+დაიქუხა+ დიდებულმა ღმერთმა.+წყლებს ზემოთ დგას იეჰოვა.+   იეჰოვას ხმა ძლიერია,+იეჰოვას ხმა საუცხოოა.+   იეჰოვას ხმა კედრებს ლეწავს,იეჰოვა ლეწავს ლიბანის კედრებს.+   ხბოსავით ათამაშებს მათ,+ლიბანს და სირიონს+ — გარეული ხარის ნაშიერებივით.   იეჰოვას ხმა ცეცხლის ალით კვეთს;+   იეჰოვას ხმა არყევს უდაბნოს,+კადეშის უდაბნოს არყევს იეჰოვა.+   იეჰოვას ხმა მშობიარობის ტკივილებით+ კრუნჩხავს ფურირემსდა ტყეებს აშიშვლებს.+მის ტაძარში ყველა ამბობს: „დიდება!“+ 10  იეჰოვა წარღვნის წყლებზე ზის;+იეჰოვა ზის, როგორც მარადიული მეფე.+ 11  იეჰოვა მისცემს ძალას თავის ხალხს;+იეჰოვა აკურთხებს თავის ხალხს მშვიდობით.+

სქოლიოები