ფს. 3:1—8

დავითის სიმღერა. როცა თავის ვაჟს, აბესალომს, გაურბოდა+ 3  იეჰოვა, რატომ მომიმრავლდნენ მტრები?+რატომ აღსდგნენ ჩემ წინააღმდეგ?+   ბევრი ამბობს ჩემს სულზე:არ დაიხსნისო მას ღმერთი.+ სელა*.   შენ კი, იეჰოვა, ჩემი ფარი ხარ+და ჩემი დიდება;+ თავაწეულს მატარებ.+   ხმამაღლა დავუძახებ იეჰოვასდა თავისი წმინდა მთიდან მიპასუხებს.+ სელა.   დავწვები დასაძინებლადდა გავიღვიძებ, რადგან თავად იეჰოვა მიდგას მხარში.+   არ შევუშინდები ათი ათას კაცს,გარს რომ მერტყმიან ყოველი მხრიდან.+   აღსდექ,+ იეჰოვა! მიხსენი,+ ჩემო ღმერთო!+შემოჰკარი ყბებში+ ჩემს მტრებსდა კბილები ჩაუმტვრიე ბოროტებს!+   ხსნა იეჰოვასგანაა.+შენგან არის კურთხეული შენი ხალხი.+ სელა.

სქოლიოები

ებრაული ტერმინი, რომელიც უკავშირდებოდა მუსიკასა და დეკლამაციას. ამ სიტყვის მნიშვნელობა გაურკვეველია.