ფს. 30:1—12

სიმღერა, რომელიც სახლის მიძღვნისთვის შეიქმნა.+ დავითის ფსალმუნი 30  განგადიდებ, იეჰოვა, რადგან წამომაყენე+და ჩემი მტერი ჩემი უბედურებით არ გაახარე.+   იეჰოვა, ჩემო ღმერთო, შველა გთხოვე და შენ განმკურნე.+   იეჰოვა, შენ ამოიყვანე ჩემი სული* სამარიდან*,+შენ შემინარჩუნე სიცოცხლე, რომ საფლავში* არ ჩავსულიყავი.+   ქება უმღერეთ იეჰოვას, ვინც მისი ერთგულნი ხართ,+მადლობდეთ მის წმინდა სახსენებელს.+   მისი რისხვა ცოტა ხნით გრძელდება,+მისი კეთილგანწყობა კი — მთელი სიცოცხლე;+საღამოს თუ იტირებენ,+ დილით სიხარულით იყიჟინებენ.+   შვების დროს ვთქვი:+არასოდეს წავბორძიკდები-მეთქი.+   იეჰოვა, შენი კეთილგანწყობით მყარად დააფუძნე ჩემი მთა.+სახე დამალე და შევძრწუნდი.+   იეჰოვა, შენ მოგიხმობდი;+წყალობას ვთხოვდი იეჰოვას.+   რას მარგებს ჩემი სისხლი, როცა საფლავში ჩავალ?!+განა მიწა შეგასხამს ხოტბას?!+ განა ის ილაპარაკებს შენს ჭეშმარიტებაზე?!+ 10  ისმინე, იეჰოვა, და წყალობა მიყავი!+იეჰოვა, იყავი ჩემი შემწე!+ 11  გლოვა ცეკვად გიქცევია ჩემთვის;+ჯვალო გამხადე და სიხარულით შემომსარტყლე,+ 12  რათა ჩემმა დიდებამ ქება გიმღეროს და არ დადუმდეს.+იეჰოვა, ჩემო ღმერთო, მარადიულად შეგასხამ ხოტბას.+

სქოლიოები

ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
იხილეთ 6:5-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — ორმოში.