ფს. 31:1—24
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის სიმღერა
31 შენ შეგაფარე თავი, იეჰოვა.+ნურასოდეს შევრცხვები.+შენი სიმართლით მიხსენი.+
2 ყური მომაპყარი,+ისწრაფე ჩემ გადასარჩენად.+კლდოვანი სიმაგრე გახდი ჩემთვის,+ციხესიმაგრე — ჩემ სახსნელად.+
3 შენა ხარ ჩემი კლდე და ჩემი ციხესიმაგრე;+შენი სახელის გულისთვის+ წამიყვან და წამიძღვები.+
4 შენ გამათავისუფლებ ბადიდან, რომელიც ჩემთვის აქვთ დაგებული,+რადგან შენა ხარ ჩემი სიმაგრე.+
5 შენს ხელთ გადმომიცია ჩემი სული*.+შენ გამომისყიდე,+ იეჰოვა, ჭეშმარიტების ღმერთო.+
6 მძულს ის, ვინც უსარგებლო, ამაო კერპებს მიაგებს პატივს;+მე იეჰოვაზე ვარ მინდობილი.+
7 გავიხარებ და ვიმხიარულებ შენი სიკეთით*,+რადგან დაინახე ჩემი გაჭირვება;+შენ იცი, რა უჭირს ჩემს სულს.+
8 მტრის ხელში არ გადაგიცივარ;+გაშლილ ადგილზე დამადგმევინე ფეხი.+
9 წყალობა მიყავი, იეჰოვა, რადგან დიდ გასაჭირში ვარ.+მწუხარებისგან დამისუსტდა თვალი,+ სული და მუცელი.+
10 მწუხარებაში დასრულდა ჩემი სიცოცხლე+და ოხვრაში — ჩემი წლები.+ჩადენილმა დანაშაულმა ძალა გამომაცალა+და დამისუსტა ძვლები.+
11 ჩემი მტრის თვალში შეურაცხყოფილი გავხდი,+დიდად შეურაცხყოფილი — ჩემი მოძმეების თვალშიც;+ნაცნობებს ეშინიათ ჩემი,+გამირბიან, როცა გარეთ მხედავენ.+
12 დავიწყებული ვარ მკვდარივით, რომელიც აღარავის ახსოვს;+დამტვრეულ ჭურჭელს დავემსგავსე;+
13 ვინაიდან ცუდი ხმები მომდის ბევრისგან,+ყოველმხრივ შიშმა მომიცვა.+იკრიბებიან ჩემ წინააღმდეგ,+რათა სული წამართვან, როგორც განიზრახეს.+
14 მე კი შენზე ვარ მონდობილი, იეჰოვა!+ვთქვი: „შენა ხარ ჩემი ღმერთი“.+
15 ჩემი დღეები შენს ხელთაა;+დამიხსენი ჩემი მტრის ხელიდან და ჩემი მდევნელისგან.+
16 მოაფინე შენი სახის ნათელი შენს მსახურს,+მიხსენი შენი სიკეთით.+
17 იეჰოვა, ნუ შევრცხვები, მე ხომ შენ მოგიხმობ.+შერცხვნენ ბოროტები+და სამარეში* დადუმდნენ.+
18 დადუმდნენ ცრუ ბაგეები,+რომლებიც მართლის წინააღმდეგ მეტისმეტი+ ამპარტავნობითა და სიძულვილით ლაპარაკობენ.+
19 რაოდენ დიდია შენი სიკეთე*,+ რომელიც შენს მოშიშთათვის შემოგინახავს+და ავლენ მას შენთან შეფარებულთა მიმართადამიანის ძეების თვალწინ.+
20 დამალავ მათ შენს სამალავში+ერთად შეგროვილი ხალხისგან;+მოდავე ენებისგან დამალავ მათ შენს კარავში.+
21 კურთხეული იყოს იეჰოვა,+რადგან საოცარი სიკეთე გამოავლინა+ ჩემ მიმართ გაჭირვებულ ქალაქში.+
22 მე კი, როცა შევძრწუნდი, ვთქვი:+შევიმუსრები-მეთქი შენ თვალწინ.+შენ გაიგონე ჩემი ვედრება, როცა შველას გთხოვდი.+
23 გიყვარდეთ იეჰოვა, ვინც მისი ერთგულნი ხართ.+იეჰოვა იცავს ერთგულებს,+ამპარტავნებს კი სრულად მიუზღავს.+
24 გამბედაობა მოიკრიბეთ და გული გაიმაგრეთ+ყველამ, ვინც იეჰოვას ელით!+
სქოლიოები
^ ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.
^ იხილეთ 5:7-ის სქოლიო.
^ იხილეთ 6:5-ის სქოლიო.
^ ებრაულად ტუვ, რაც ნიშნავს მაღალზნეობრიობას, უბიწობას, სიტყვასიტყვით — სიკარგეს.