ფს. 32:1—11
დავითის ფსალმუნი. მასქილი*
32 ბედნიერია ის, ვისაც ეპატია ურჩობა და ვისი ცოდვაც დაიფარა.+
2 ბედნიერია კაცი, რომელსაც იეჰოვა ცოდვას არ ჩაუთვლის,+და ვის სულშიც სიცრუე არ არის.+
3 როცა ვდუმდი, გამიცვდა ძვლები იმ ტკივილის გამო, რომელიც მთელი დღე მტანჯავდა.+
4 დღედაღამ მძიმედ მაწვა შენი ხელი.+ჩემი სიცოცხლის სინოტივე ზაფხულის ხვატმა შეცვალა.+ სელა.
5 ბოლოს ვაღიარე ცოდვა შენ წინაშე და დანაშაული არ დამიფარავს,+ვთქვი: „ვაღიარებ ჩემს ცოდვებს იეჰოვას წინაშე“.+შენც მაპატიე ჩემი ცოდვა და დანაშაული.+ სელა.
6 ამიტომ ლოცვით მოგმართავს ყოველი ერთგული,+სანამ შეიძლება შენი პოვნა;+და წარღვნის წყალიც ვერ შეეხება მას.+
7 შენ ჩემი საფარი ხარ, შენ დამიცავ გასაჭირისგან.+გარს სიხარულს შემომარტყამ, როცა დამიხსნი.+ სელა.
8 „წვდომის უნარს მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო;+რჩევას მოგცემ და თვალი მეჭირება შენზე.+
9 ცხენივით და ჯორივით გაუგებარი ნუ იქნებით,+რომელთა სიშმაგეც, სანამ მოგიახლოვდებიან,+ლაგმით+ უნდა შეკავდეს“.
10 ბოროტს მრავალი სატკივარი აქვს,+იეჰოვას მოიმედე კი სიკეთით* არის გარემოცული.+
11 იეჰოვათი გაიხარეთ და იმხიარულეთ, მართლებო!+სიხარულით იყიჟინეთ, გულმართალნო!+
სქოლიოები
^ უცნობი მნიშვნელობის ებრაული გამოთქმა, რომლის შესაძლო მნიშვნელობაა საფიქრალი ლექსი.
^ იხილეთ 5:7-ის სქოლიო.