ფს. 33:1—22
33 სიხარულით იყიჟინეთ, მართლებო, იეჰოვას გამო!+მართლებს შეჰფერით ქების აღვლენა.+
2 მადლობდეთ იეჰოვას ქნარით,+ათსიმიანი საკრავით+ ქება უმღერეთ მას.
3 უმღერეთ მას ახალი სიმღერა,+მთელი გულით დაუკარით სიმებიან საკრავებზე და მხიარულად შესძახეთ,+
4 ვინაიდან მართალია იეჰოვას სიტყვა+და ყველა მისი საქმე ერთგულებით არის შესრულებული.+
5 ის სიმართლისა და სამართლიანობის მოყვარულია.+სავსეა დედამიწა იეჰოვას სიკეთით*.+
6 იეჰოვას სიტყვით შეიქმნა ზეცა+და მისი ბაგეთა სულით — ზეცის ლაშქარი.+
7 დააგუბა ზღვის წყალი, თითქოს ჯებირებით,+საცავებში მოათავსა აზვირთებული წყალი.
8 ეშინოდეთ დედამიწის მცხოვრებთ იეჰოვასი+და მისი შიში ჰქონდეთ ქვეყნიერების მკვიდრთ.+
9 მან თქვა და მოხდა,+ბრძანა და შესრულდა.+
10 იეჰოვამ ჩაუშალა ერებს განზრახვა,+მან ჩაუფუშა ხალხებს ზრახვები.+
11 იეჰოვას განზრახვა მარადიულია;+მისი გულის ზრახვები თაობიდან თაობაში უცვლელია.+
12 ბედნიერია ერი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა,+და ხალხი, რომელიც მან თავის მემკვიდრეობად ამოირჩია.+
13 ზეციდან იხედება იეჰოვა+და ხედავს ადამიანთა ყველა ძეს.+
14 თავისი მუდმივი სამყოფლიდან+უყურებს დედამიწის ყველა მკვიდრს.
15 ის აწრთობს ყოველი მათგანის გულს+და უკვირდება ყველა მათ საქმეს.+
16 ვერც მეფეს გადაარჩენს დიდი ჯარი+და ვერც ძლიერ კაცს იხსნის დიდი ძალა.+
17 ხსნის იმედს გაუმტყუნებს კაცს ცხენი+და ვერ დაიხსნის მას მისი დიდი ძალა.+
18 იეჰოვას თავისი მოშიშებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი,+მათკენ, ვინც მის სიკეთეს ელის,+
19 რათა სიკვდილისგან იხსნას მათი სული+და შიმშილობისას სიცოცხლე შეუნარჩუნოს მათ.+
20 ჩვენი სული იეჰოვას მოლოდინშია,+ის არის ჩვენი შემწე და ფარი.+
21 მისით ხარობს ჩვენი გული,+მის წმინდა სახელზე ვართ მინდობილი.+
22 ნუ მოგვაკლდება შენი სიკეთე, იეჰოვა,+რადგან შენ გელით.+
სქოლიოები
^ ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს. ამ ფსალმუნში ეს სიტყვა ყველგან სიკეთედ არის ნათარგმნი.