ფს. 34:1—22
დავითის ფსალმუნი. როცა თავი გიჟად+ მოაჩვენა აბიმელექს, რომელმაც გააძევა იგი და ისიც გაეცალა
א [ალეფ]
34 მუდამ ვაკურთხებ იეჰოვას,+გამუდმებით ვაქებ მას ჩემი ბაგეებით.+
ב [ბეთ]
2 იეჰოვათი იამაყებს ჩემი სული,+თვინიერები მოისმენენ და გაიხარებენ.+
ג [გიმელ]
3 ჩემთან ერთად განადიდეთ იეჰოვა,+ერთად ვადიდოთ მისი სახელი!+
ד [დელეთ]
4 ვკითხე იეჰოვას და მიპასუხა,+ყველა ჩემი შიშისგან გამათავისუფლა.+
ה [ჰე]
5 მათ, ვინც მას შეხედა, სახეები გაუბრწყინდათ;+სახეშერცხვენილნი არ იქნებიან.+
ז [ზაინ]
6 მოუხმო დაჩაგრულმა იეჰოვას და მანაც მოუსმინა,+ყველა გასაჭირიდან დაიხსნა იგი.+
ח [ხეთ]
7 იეჰოვას ანგელოზი დაბანაკებულია მის მოშიშთა გარშემო+და იხსნის მათ.+
ט [ტეთ]
8 იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა!+ბედნიერია კაცი, ვინც თავს აფარებს მას.+
י [ჲოდ]
9 იეჰოვას წმინდებო, გეშინოდეთ მისი,+რადგან მის მოშიშებს არაფერი მოაკლდებათ.+
כ [ქაფ]
10 ფაფრიან ლომებს საჭმელი არ ჰყოფნით და მშივრები დადიან,+იეჰოვას მაძიებლებს კი არაფერი მოაკლდებათ.+
ל [ლამედ]
11 მოდით, შვილებო, მომისმინეთ,+იეჰოვას შიშს გასწავლით.+
מ [მემ]
12 ვის სიამოვნებს სიცოცხლე+და ვის სურს კარგი დღეების ხილვა?+
נ [ნუნ]
13 ენა ცუდის თქმისგან დაიცავი+და ბაგეები — მზაკვრული ლაპარაკისგან;+
ס [სამეხ]
14 ზურგი აქციე ბოროტებას და სიკეთე აკეთე;+მშვიდობა ეძიე და მისკენ ისწრაფე.+
ע [აინ]
15 იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი+და ყური — მათი ღაღადისკენ, როცა შველას სთხოვენ.+
פ [ფე]
16 იეჰოვას ცუდის გამკეთებელთა წინააღმდეგ აქვს სახე მიმართული,+რათა მოსპოს დედამიწაზე მათი სახსენებელი.+
צ [ცადე]
17 მართლებმა შეღაღადეს იეჰოვას, მანაც მოუსმინა+და ყველა გასაჭირიდან დაიხსნა ისინი.+
ק [კოფ]
18 იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან+და სულგამწარებულებს იხსნის.+
ר [რეშ]
19 მრავალი უბედურება ხვდება მართალს,+მაგრამ იეჰოვა ყველაფრისგან დაიხსნის მას.+
ש [შინ]
20 ის იცავს მის ძვლებს,არც ერთი მათგანი არ გადატყდება.+
ת [თავ]
21 უბედურება მოკლავს ბოროტს;+მართლის მოძულეები დამნაშავეებად ჩაითვლებიან.+
22 იეჰოვა გამოისყიდის თავის მსახურთა სულებს;+არც ერთი, ვინც მას აფარებს თავს, დამნაშავედ არ ჩაითვლება.+