ფს. 35:1—28

დავითის ფსალმუნი 35  იეჰოვა, წარმართე ჩემი საქმე მათ საწინააღმდეგოდ, ვინც მიპირისპირდება;+ებრძოლე ჩემ წინააღმდეგ მებრძოლთ.+   ხელში აიღე პატარა ფარიცა და დიდი ფარიც+და აღსდექ ჩემ დასახმარებლად;+   მოიმარჯვე შუბი და ორპირა ცული ჩემს მდევნელთა დასახვედრად;+უთხარი ჩემს სულს: მე ვარ-თქო შენი ხსნა.+   შერცხვნენ და დამცირდნენ ისინი, ვინც ჩემს სულზე ნადირობენ.+უკუიქცნენ და შერცხვნენ ისინი, ვისაც ჩემი გაუბედურება განუზრახავთ.+   დაემსგავსონ ბზეს ქარში+და განდევნოს ისინი იეჰოვას ანგელოზმა.+   დაბნელდეს და მოლიპული გახდეს მათი გზა,+იეჰოვას ანგელოზი დაედევნოს მათ,   ვინაიდან უმიზეზოდ გამიმზადეს ბადეგადაფარებული ორმო;+უმიზეზოდ გაუთხარეს იგი ჩემს სულს.+   უბედურება დაატყდეს მას მოულოდნელად+და თავისივე გაშლილ ბადეში გაებას;+უბედურება შეემთხვეს და ორმოში ჩავარდეს.+   იეჰოვათი გაიხაროს ჩემმა სულმა+და იმხიარულოს მისგან ხსნით.+ 10  თქვან ჩემმა ძვლებმა:+„იეჰოვა, ვინ არის შენი მსგავსი,+ვინც იხსნის დაჩაგრულს მასზე ძლიერისგან+და საწყალსა და დაჩაგრულს — მძარცველისგან?“+ 11  აღსდგნენ მოძალადე მოწმეები;+რაც არ ვიცი, იმას მეკითხებიან.+ 12  სიკეთეს ბოროტებით მიხდიან,+დანაკლისს განიცდის ჩემი სული.+ 13  თუმცა, მე მათი სნეულების დროს ჯვალოთი ვიმოსებოდი,+მარხვით ვიმწუხრებდი სულს+და უბეში მიბრუნდებოდა ჩემი ლოცვა.+ 14  ჩემი მეგობრის, ჩემი ძმის გამო+დედაზე მგლოვიარესავით დავდიოდი;+დანაღვლიანებული წელში მოვიხარე. 15  მაგრამ ისინი ჩემმა წაბორძიკებამ გაახარა და ერთად შეიყარნენ;+ერთად შეიყარნენ ჩემ წინააღმდეგ,+მოულოდნელად დამცეს,+დამგლიჯეს და არ მომეშვნენ.+ 16  განდგომილი დამცინავები ერთი კვერისთვის+კბილებს აღრჭენდნენ ჩემ წინააღმდეგ.+ 17  იეჰოვა, როდემდე უნდა უყურო ამას?+დაიხსენი ჩემი სული, რომ არ გამინადგურონ,+დაიხსენი ლომებისგან ჩემი ერთადერთი*.+ 18  ხოტბას შეგასხამ დიდ კრებულში+და უამრავ ხალხში მოგიძღვნი ქებას.+ 19  ნუ გაიხარებენ ჩემი უბედურებით ჩემზე უმიზეზოდ გადამტერებულნი;+ნუ ჩაუკრავენ ერთმანეთს თვალს ისინი, ვისაც უმიზეზოდ ვძულვარ;+ 20  ვინაიდან არ ლაპარაკობენ მშვიდობაზე;+დედამიწის მშვიდი ხალხის წინააღმდეგმზაკვრობას იზრახავენ.+ 21  გაუღიათ პირი ჩემ წინააღმდეგ+და ამბობენ: „აჰა! აჰა! ხომ დავინახეთ!“+ 22  შენ ხედავ, იეჰოვა,+ ნუ დადუმდები.+იეჰოვა, თავს შორს ნუ დაიჭერ ჩემგან.+ 23  აღსდექ და გამოიღვიძე, რომ სამართალი გამიჩინო,+იეჰოვა, ჩემო ღმერთო, რომ განიხილო ჩემი საქმე სასამართლოზე.+ 24  ჩემი სიმართლისამებრ გამასამართლე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო;+ჩემი უბედურებით ნუ გაიხარებენ ისინი.+ 25  ნუ იტყვიან თავიანთ გულში: აჰა, ეს სურდაო ჩვენს სულს!+ნუ იტყვიან: ხომ ჩავყლაპეთო.+ 26  შერცხვეს და დამდაბლდეს ყველა,+ვინც ჩემი უბედურებით ხარობს.+სირცხვილითა+ და დამცირებით შეიმოსონ ისინი, ვინც მედიდგულებიან.+ 27  სიხარულით იყიჟინონ და იმხიარულონ მათ, ვისაც ჩემი სიმართლე ახარებს;+მუდამ თქვან:+„განდიდდეს იეჰოვა, რომელსაც თავისი მსახურის მშვიდობა ახარებს!“+ 28  შენს სიმართლეზე ილაპარაკოს ჩემმა ენამ+და გაქოს მთელი დღე.+

სქოლიოები

იგულისხმება „ჩემი სული“.