ფს. 36:1—12

გუნდის ხელმძღვანელს. იეჰოვას მსახურის, დავითის ფსალმუნი 36  ბოროტს გულში+ უდევს სიტყვები, რომლებიც ცოდვისკენ უბიძგებენ მას.ღვთის შიში არა აქვს მას თვალწინ.+   მეტისმეტი ქებით ისე იტყუებს თავს,+რომ საკუთარ დანაშაულს ვერ ხედავს, რათა შეიძულოს ის.+   მისი პირით ნათქვამი სიტყვები სიავე და მზაკვრობაა;+წართმეული აქვს წვდომის უნარი და კარგს ვერ აკეთებს;+   სიავეს იზრახავს მაშინაც კი, როცა საწოლში წევს;+უკეთურ გზას ადგას+და ცუდზე უარს არ ამბობს.+   იეჰოვა, ზეცაშია შენი სიკეთე*,+ღრუბლებს აღწევს შენი ერთგულება.+   შენი სიმართლე შენი მთებივითაა, ღმერთო,+შენი სამართალი ღრმა წყალია.+ადამიანსაც და ცხოველსაც შენ იხსნი, იეჰოვა.+   რაოდენ ძვირფასია, ღმერთო, შენი სიკეთე!+შენი ფრთების ჩრდილქვეშ აფარებენ თავს ადამიანთა ძეები.+   შენი სახლის სიუხვიდან შესვამენ ისინი+და შენ შეასმევ მათ შენი ნეტარების ნაკადებს,+   რადგან შენთან არის სიცოცხლის წყარო+და შენი სინათლით ვხედავთ ნათელს.+ 10  სიკეთეს ნუ მოაკლებ მათ, ვინც გიცნობს,+და სიმართლეს — გულმართლებს.+ 11  ნუ გადმოდგამს ამპარტავანი ფეხს ჩემ წინააღმდეგ+და ბოროტი ხალხის ხელი ნუ მაქცევს მოხეტიალედ.+ 12  სიავის მქნელნი დაეცნენ;+ძირს დაენარცხნენ და ვეღარ დგებიან.+

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს. ამ ფსალმუნში ეს სიტყვა ყველგან სიკეთედ არის ნათარგმნი.