ფს. 37:1—40

დავითის ფსალმუნი א [ალეფ] 37  ნუ განრისხდები ბოროტმოქმედთა გამო,+ნუ შეგშურდება მათი, ვინც უმართლობას სჩადის;+   ვინაიდან ბალახივით მალე გახმებიან,+ნორჩი ბალახივით დაჭკნებიან.+ ב [ბეთ]   მიენდე იეჰოვას და კარგი აკეთე,+იცხოვრე დედამიწაზე და ერთგულად მოიქეცი.+   იეჰოვაში პოვე ნეტარება+და ის შეგისრულებს გულის წადილს.+ ג [გიმელ]   იეჰოვას მიანდე შენი გზა,+მასზე დაამყარე იმედი+ და ის იმოქმედებს.+   სინათლესავით გამოაჩენს შენს სიმართლეს+და შუადღესავით — შენს სამართლიანობას.+ ד [დელეთ]   მდუმარედ იყავი იეჰოვას წინაშე+და მოუთმენლად ელოდე მას.+ნუ განგარისხებს ის, რომ ვიღაცას ხელი ემართება თავის გზაზე+და თავის განზრახვებს ახორციელებს.+ ה [ჰე]   მოეშვი რისხვას და მიატოვე ბრაზი;+ნუ განრისხდები და ნუ ჩაიდენ ბოროტებას,+   რადგან ბოროტმოქმედნი მოისპობიან,+იეჰოვაზე დაიმედებულნი კი დაიმკვიდრებენ დედამიწას.+ ו [ვავ] 10  კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი;+დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი.+ 11  თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას+და გაიხარებენ დიდი მშვიდობით.+ ז [ზაინ] 12  ბოროტი შეთქმულებას უწყობს მართალს+და კბილებს უღრჭენს.+ 13  იეჰოვა დასცინებს მას,+რადგან ხედავს, რომ მისი დღეც მოვა.+ ח [ხეთ] 14  ბოროტებმა მახვილი იშიშვლეს და მშვილდი მოზიდეს,+რათა დასცენ დაჩაგრული და საწყალი+და დახოცონ მართლები მათ გზაზე.+ 15  თავიანთი მახვილი თვითონვე გაეყრებათ გულში+და დაემტვრევათ მშვილდები.+ ט [ტეთ] 16  მართლის მცირედი სჯობია+ბოროტთა სიმდიდრეს.+ 17  ბოროტს მკლავები დაემტვრევა,+მართალს კი იეჰოვა ამოუდგება მხარში.+ י [ჲოდ] 18  იეჰოვა აკვირდება უბიწოებს;+მათი მემკვიდრეობა მარადიულად დარჩება.+ 19  უბედურების დროს არ შერცხვებიან+და შიმშილობის დროს გაძღებიან.+ כ [ქაფ] 20  ბოროტები დაიღუპებიან+და იეჰოვას მტრები საუკეთესო საძოვრებს დაემსგავსებიან;ბოლო მოეღებათ მათ,+ კვამლში მოეღებათ ბოლო.+ ל [ლამედ] 21  ბოროტი სესხულობს და აღარ აბრუნებს,+მართალი კი წყალობას ავლენს და ძღვენს გასცემს.+ 22  მისგან კურთხეულნი დაიმკვიდრებენ დედამიწას,+მისგან დაწყევლილნი კი მოისპობიან.+ מ [მემ] 23  იეჰოვა განუმტკიცებს ვაჟკაცს ნაბიჯებს;+ის იწონებს მის გზას.+ 24  რომც წაიქცეს, პირქვე არ დაეცემა,+რადგან იეჰოვა უდგას მხარში*.+ נ [ნუნ] 25  ახალგაზრდაც ვიყავი და მოვხუცდი კიდეც,+მაგრამ არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული,+არც მისი შთამომავლობა — პურს მონატრებული.+ 26  ის მთელი დღე წყალობას ავლენს და სესხს გასცემს;+კურთხეული იქნება მისი შთამომავლობა.+ ס [სამეხ] 27  ზურგი აქციე ბოროტებას, კარგი აკეთე+და იცხოვრე მარადიულად;+ 28  ვინაიდან იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულია+და არ მიატოვებს თავის ერთგულებს.+ ע [აინ] ისინი მარადიულად იქნებიან დაცულნი,+ბოროტთა შთამომავლობა კი მოისპობა.+ 29  მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას+და მარადიულად იცხოვრებენ მასზე.+ פ [ფე] 30  მართლის პირი მშვიდად წარმოთქვამს სიბრძნეს+და მისი ენა სამართლიანად ლაპარაკობს.+ 31  თავისი ღვთის კანონი აქვს გულში,+არ წაბორძიკდება.+ צ [ცადე] 32  ბოროტი მართალს უთვალთვალებს+და მის მოკვლას ცდილობს,+ 33  იეჰოვა კი მის ხელში არ დატოვებს მართალს+და დამნაშავედ არ გამოაცხადებს გასამართლებისას.+ק [კოფ] 34  იეჰოვას იმედი გქონდეს და მისი გზა დაიცავი,+ის განგადიდებს და დაგამკვიდრებს დედამიწაზე;+დაინახავ, როგორ მოისპობიან ბოროტები.+ ר [რეშ] 35  მინახავს სასტიკი და ბოროტი კაცი,+რომელსაც ფოთოლხშირი ხესავით გაუდგამს მიწაში ფესვები.+ 36  ჩაიარა და აღარ იყო,+ვეძებდი და ვერ ვიპოვე.+ ש [შინ] 37  დაუკვირდი უმწიკვლოს და თვალი ადევნე მართალს,+რადგან მშვიდობიანი მომავალი ელის ასეთ კაცს.+ 38  შემცოდველები ერთიანად მოისპობიან+და ბოროტ ხალხს მომავალი არ ექნება.+ ת [თავ] 39  მართლებს იეჰოვა იხსნის;+ის არის მათი სიმაგრე გასაჭირის დროს.+ 40  იეჰოვა დაეხმარება მათ და იხსნის;+იხსნის ბოროტი ხალხისგან და გადაარჩენს,+რადგან მას შეაფარეს თავი.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — უჭირავს მისი ხელი.