ფს. 38:1—22
დავითის სიმღერა, სამახსოვროდ
38 იეჰოვა, მრისხანებით ნუ შემაგონებ+და რისხვით ნუ გამომასწორებ.+
2 ღრმად შემერჭო შენი ისრები+და შენი ხელი მძიმედ დამაწვა.+
3 საღი ადგილი აღარ შემრჩა სხეულზე შენი რისხვის გამო.+ცოდვამ სიმშვიდე დაუკარგა ჩემს ძვლებს.+
4 თავზე გადამდის ჩემი დანაშაული,+უმძიმეს ტვირთად მაწევს.+
5 ამიყროლდა და დამიჩირქდა ჭრილობებიჩემი უგუნურების გამო.+
6 აფორიაქებული ვარ, წელში მოვიკაკვე,+მთელი დღე ნაღვლიანი დავდივარ.+
7 ფერდები მეწვის,საღი ადგილი აღარ შემრჩა სხეულზე.+
8 გავხევდი და მთლად გავნადგურდი.ვღრიალებ, რადგან მიკვნესის გული.+
9 იეჰოვა, ჩემი ყველა სურვილი შენ წინაშეადა ჩემი ოხვრა არ არის შენთვის დაფარული.+
10 ძლიერ ამიძგერდა გული და ძალა გამომეცალა,თვალის სინათლეც დავკარგე.+
11 ჩემი მოყვარულები და მეგობრები გამშორდნენ მე, დასნეულებულს;+ჩემგან შორს დგანან ჩემი ახლობლები.+
12 ჩემი სულის მძებნელები მახეებს მიგებენ+და უბედურებაზე ლაპარაკობენ ისინი, ვინც ჩემ გაუბედურებას ცდილობს;+მთელი დღე მზაკვრობაზე ბუტბუტებენ.+
13 მე კი ყრუსავით არ ვისმენდი+და მუნჯივით არ ვხსნიდი ბაგეს.+
14 დავემსგავსე კაცს, რომელსაც არ ესმის;არაფერს პასუხობდა ჩემი ბაგეები;
15 ვინაიდან შენ გელოდი, იეჰოვა,+და შენც მიპასუხე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო.+
16 ვთქვი: „შენ რომ არ გეპასუხა, ისინი გაიხარებდნენ ჩემი უბედურებით;+გამიმედიდურდებოდნენ,+ თუ წავიფორხილებდი“.+
17 ლამის წავბორძიკდი;+არ მშორდებოდა ტკივილი.+
18 ვაღიარე დანაშაული;+დამამწუხრა ჩემმა ცოდვამ.+
19 გაძლიერდნენ სიცოცხლით სავსე ჩემი მტრები+და გამრავლდნენ ისინი, ვისაც უმიზეზოდ ვძულვარ.+
20 სიკეთეს ბოროტებით მიხდიდნენ;+კარგის კეთების გამო მეწინააღმდეგებოდნენ.+
21 ნუ მიმატოვებ, იეჰოვა,ჩემო ღმერთო, ნუ განმშორდები!+
22 იჩქარე ჩემ დასახმარებლად,+იეჰოვა, ჩემო მხსნელო!+