ფს. 39:1—13
გუნდის ხელმძღვანელს: იედუთუნი*.+ დავითის სიმღერა
39 ვთქვი: „დავიცავ ჩემს გზებს,+რათა ენით არ შევცოდო.+პირს ალიკაპს დავუყენებ დარაჯად,+სანამ ბოროტი მიდგას წინ“.+
2 დავდუმდი და ხმას არ ვიღებდი,+კარგზეც აღარ ვლაპარაკობდი,+ვიხშობდი ტკივილს.
3 გამიხურდა გული;+ოხვრისას ცეცხლი მიგიზგიზებდა.ვთქვი ჩემი ენით:
4 „გამაგებინე, იეჰოვა, ჩემი აღსასრული+და ჩემი დღეების რაოდენობა,+რათა ვიცოდე, რა დღემოკლე ვარ.+
5 ცოტა დღეები გაქვს მოცემული ჩემთვის+და ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობა არაფერია შენ წინაშე.+ყოველი ადამიანი, მტკიცედაც რომ იდგეს, ერთი ამოსუნთქვაა და სხვა არაფერი.+ სელა.
6 აჩრდილივით დადის კაცი,+ამაოდ ფაციფუცობს;+ახვავებს და არ იცის, ვის დარჩება.+
7 და ახლა, იეჰოვა, რისი იმედი მქონდეს?შენ მოგელი.+
8 მიხსენი ყველა ჩემი ცოდვისგან;+ნუ დაუშვებ, რომ უგუნურმა შეურაცხმყოს.+
9 დავდუმდი,+ პირს ვერ ვაღებდი+იმის გამო, რაც შენ მოიმოქმედე.+
10 მომაშორე სნეულება, შენ რომ შემყარე.+ბოლო მომეღო, რადგან მმტრობს შენი ხელი.+
11 ადამიანს დანაშაულში მხილებით გამოასწორებ,+ჩრჩილივით+ უნადგურებ ყველაფერს, რაც ძვირფასი აქვს.ყველა ადამიანი ერთი ამოსუნთქვაა.+ სელა.
12 ისმინე ჩემი ლოცვა, იეჰოვა,და ყური მომაპყარი,+ როცა შველას გთხოვ.როცა ცრემლებს ვღვრი, ნუ დადუმდები,+რადგან შენთან ვარ შემოხიზნული+და ვცხოვრობ როგორც ყველა ჩემი წინაპარი.+
13 თვალი მომარიდე, რათა გავბრწყინდე,+სანამ წავალ და აღარ ვიქნები“.+
სქოლიოები
^ უცნობი ტერმინი.