ფს. 4:1—8

ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით შესასრულებელი+ დავითის სიმღერა 4  ჩემო მართალო ღმერთო,+ მიპასუხე, როცა მოგიხმობ!გამოსავალი მაპოვნინე გასაჭირში,წყალობა მიყავი+ და შეისმინე ჩემი ლოცვა!   ადამიანთა ძეებო, როდემდე უნდა იყოს ჩემი დიდება+ შეურაცხყოფილი?როდემდე უნდა გიყვარდეთ ამაოებადა როდემდე უნდა ეძებდეთ სიცრუეს? სელა.   იცოდეთ, რომ იეჰოვა გამოარჩევს თავის ერთგულს;+იეჰოვა მომისმენს, როცა მოვუხმობ.+   თუ აღშფოთდებით, ნუ შესცოდავთ.+გულში თქვით, თქვენს საწოლში,+ და ჩუმად იყავით. სელა.   შესწირეთ სიმართლის მსხვერპლი+და მიენდეთ იეჰოვას.+   მრავალი ამბობს: „ვინ დაგვანახვებს სიკეთეს?“შენი სახის ნათელი გადმოგვაფინე,+ იეჰოვა!   გულს გამიმხიარულებ+იმათზე მეტად, ვისაც უხვად აქვს მარცვლეული და ახალი ღვინო.+   მშვიდად დავწვები და დავიძინებ,+რადგან, იეჰოვა, მხოლოდ შენ მაცხოვრებ უსაფრთხოდ.+

სქოლიოები