ფს. 40:1—17

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი, სიმღერა 40  იეჰოვაზე ვამყარებდი იმედს;+მან ყური მომაპყრო და მომისმინა, როცა შველა ვთხოვე.+   მან ამომიყვანა მგრგვინავი ორმოდან,+ლაფიდან;+კლდეზე დამადგმევინა ფეხი+და ნაბიჯები განმიმტკიცა.+   აამღერა ჩემი ბაგეები ახალი სიმღერით,ღვთის ქებით.+მრავალი დაინახავს ამას, შეეშინდებათ+და მიენდობიან იეჰოვას.+   ბედნიერია იეჰოვაზე მინდობილი კაცი,+რომელსაც არც თავხედი ხალხისკენ მიუქცევია პირიდა არც მათკენ, ვინც სიცრუის გზაზე გადაუხვია.+   მრავალი საოცარი საქმე მოიმოქმედე,+იეჰოვა, ჩემო ღმერთო, და შეასრულე ის, რაც ჩვენთვის გქონდა განზრახული;+ვერავინ შეგედრება.+მათზე რომ მელაპარაკა,იმდენი იქნებოდა, რომ ვერც კი ჩამოვთვლიდი.+   მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე.+ყური გამიხსენი.+არ მოგითხოვია დასაწვავი მსხვერპლი და ცოდვის შესაწირავი.+   ამიტომ ვთქვი: „აი, მოვედი,+როგორც გრაგნილზე წერია ჩემ შესახებ.+   შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო,+და ჩემშია შენი კანონი.+   დიდ კრებულში ვაცხადებ სასიხარულო ცნობას სიმართლეზე.+არ ვაკავებ ბაგეებს.+იეჰოვა, შენ კარგად იცი ეს.+ 10  შენი სიმართლე გულში არ დამიფარავს.+შენს ერთგულებასა და შენგან ხსნას ვაუწყებ.+არ ვმალავ შენს სიკეთესა* და შენს ჭეშმარიტებას დიდ კრებულში“.+ 11  ნუ შეაკავებ, იეჰოვა, შენს სიბრალულს ჩემდამი.+მუდამ მფარავდეს შენი სიკეთე და ჭეშმარიტება.+ 12  აურაცხელი უბედურება შემომერტყა გარს.+იმაზე მეტი დანაშაული მეწია, ვიდრე დანახვა შემეძლო;+იმაზე მეტად მომრავლდა, ვიდრე თმა მაქვს თავზე;+გული გამიტყდა.+ 13  იეჰოვა, ისურვე ჩემი ხსნა!+იეჰოვა, იჩქარე ჩემ დასახმარებლად!+ 14  შერცხვეს და შეცბუნდეს ყველა,+ვინც ცდილობს ჩემი სულის აღგვას.+უკუიქცნენ და დამცირდნენ ისინი, ვისაც ჩემი უბედურება ახარებს.+ 15  თავიანთი სირცხვილის გამო განცვიფრებისგან გაშტერდნენ ისინი,+ვინც მეუბნებიან: „აჰა! აჰა!“+ 16  იმხიარულოს და შენით გაიხაროს+ყველა შენმა მძებნელმა.+შენგან ხსნის მოყვარულები მუდამ ამბობდნენ:+„განდიდდეს იეჰოვა!“+ 17  მე კი საწყალი და დაჩაგრული ვარ.+იეჰოვა იფიქრებს ჩემზე.+შენა ხარ ჩემი შემწე და მხსნელი.+ო, ჩემო ღმერთო, ნუ დააყოვნებ!+

სქოლიოები

იხილეთ 36:5-ის სქოლიო.