ფს. 41:1—13

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის სიმღერა 41  ბედნიერია, ვინც ყურადღებას აქცევს საწყალს;+უბედურების დროს იეჰოვა გადაარჩენს მას.+   იეჰოვა დაიცავს მას და სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.+ბედნიერი დაერქმევა მას დედამიწაზე;+მტრებს არ გადასცემ მის სულს.+   იეჰოვა მხარში ამოუდგება ავადმყოფს სარეცელზე.+შენ შეცვლი მისი სნეულების სარეცელს.+   მე კი ვთქვი: „წყალობა მიყავი, იეჰოვა.+სული განმიკურნე, რადგან შეგცოდე“.+   ჩემი მტრები ცუდს ლაპარაკობენ ჩემზე:+როდის მოკვდება და როდის აღმოიფხვრებაო მისი სახელი?   თუ ვინმე მოვა ჩემ სანახავად, მისი გული სიცრუეს ილაპარაკებს,+ყოველივე საზიანოს დაიგროვებს,წავა და გარეთ ამაზე ილაპარაკებს.+   ჩემი მოძულეები ერთმანეთს ეჩურჩულებიან ჩემ წინააღმდეგ;+ჩემ წინააღმდეგ ცუდს იზრახავენ:+   ზედ რაღაც უვარგისი გადაეღვარა,+დაწვა და ვეღარ ადგებაო.+   ვისთანაც მშვიდობა მქონდა, ვისაც ვენდობოდი+და ვინც ჩემს პურს ჭამდა,+ ჩემზე აღმართა ქუსლი.+ 10  შენ კი, იეჰოვა, წყალობა მიყავი და წამომაყენე,+რომ სამაგიერო გადავუხადო მათ.+ 11  ვიცი, რომ მოსაწონი ვარ შენთვის,რადგან ჩემი მტერი სიხარულით არ ყიჟინებს ჩემ გამო.+ 12  ჩემი უმწიკვლობის გამო მხარში ამომიდექი,+შენი სახის წინ დამაყენებ მარადიულად.+ 13  კურთხეული იყოს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი,+მარადიულად*!+ამინ*, ამინ!+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — უსასრულობიდან უსასრულობამდე.
ებრაულად ამენ, რაც ნიშნავს: დაე, იყოს ასე!