ფს. 42:1—11

გუნდის ხელმძღვანელს. მასქილი კორახის ძეებისთვის+ 42  როგორც ფურირემი ილტვის წყლის ნაკადებისკენ,ისე ილტვის ჩემი სული შენკენ, ღმერთო.+   ღმერთი, ცოცხალი ღმერთი+ სწყურია ჩემს სულს.+როდის მივალ და გამოვცხადდები ღვთის წინაშე?+   დღედაღამ ცრემლები მაქვს საჭმელად.+მთელი დღე მეკითხებიან: სად არისო შენი ღმერთი?+   მემახსოვრება ეს ყველაფერი და სულს გადმოვღვრი.+ხალხთან ერთად მივდიოდი ხოლმე,ნელა მივუძღვებოდი მათ ღვთის სახლისკენ+და მოზეიმე ხალხი+მხიარული ყიჟინითა და სამადლობელი შეძახილებით უკან მომყვებოდა.+   რატომ ხარ იმედგადაწურული, ჩემო სულო,+და რატომ შფოთავ ჩემში?+ღმერთს დაელოდე;+მას შევასხამ ხოტბას, ჩემს დიდებულ მხსნელს.+   ჩემო ღმერთო, იმედი გადაეწურა ჩემს სულს.+ამიტომაც მახსოვხარ+იორდანის მხარედან, ხერმონის მწვერვალებიდან+ დაპატარა მთიდან.+   ღრმა წყალი ღრმა წყალს ეძახისშენი წყლის ნაკადების ხმაზე.ყველა შენი ზვირთი და ტალღა+თავზე გადამევლო.+   დღისით თავის სიკეთეს* გამომიგზავნის იეჰოვა,+ღამით კი ვიმღერებ მასზე.+ლოცვას აღვუვლენ ჩემი სიცოცხლის ღმერთს.+   ვეტყვი ღმერთს, ჩემს კლდეს:+„რატომ დამივიწყე?+რატომ დავდივარ ნაღვლიანი, ჩემი მტრებისგან დაჩაგრული?“+ 10  ძვლები შემიმუსრეს მტრებმა და შეურაცხმყვეს,+თან მთელი დღე მეკითხებიან: სად არისო შენი ღმერთი?+ 11  რატომ ხარ იმედგადაწურული, ჩემო სულო,+და რატომ შფოთავ ჩემში?+ღმერთს დაელოდე;+მას შევასხამ ხოტბას, ჩემს დიდებულ მხსნელსა და ჩემს ღმერთს.+

სქოლიოები

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.