ფს. 43:1—5
43 სამართალი გამიჩინე,+ ღმერთო,წარმართე ჩემი სასამართლო საქმე+ ორგული ერის წინააღმდეგ.მზაკვარი და უმართლო კაცისგან მიხსენი.+
2 შენა ხარ ჩემი ღმერთი, ჩემი სიმაგრე.+რატომ მიმაგდე?რატომ დავდივარ ნაღვლიანი, ჩემი მტრებისგან დაჩაგრული?+
3 შენი სინათლე და ჭეშმარიტება გამოგზავნე.+წამიძღვნენ ისინი;+მათ მიმიყვანონ შენს წმინდა მთასთან და დიდებულ კარავთან.+
4 მივალ ღვთის სამსხვერპლოსთან;+ჩემი დაუშრეტელი სიხარულის ღმერთთან.+ხოტბას შეგასხამ ქნარით, ღმერთო, ჩემო ღმერთო!+
5 რატომ ხარ იმედგადაწურული, ჩემო სულო,+და რატომ შფოთავ ჩემში?ღმერთს დაელოდე;+მას შევასხამ ხოტბას, ჩემს დიდებულ მხსნელსა და ჩემს ღმერთს.+