ფს. 44:1—26

გუნდის ხელმძღვანელს. კორახის ძეების+ ფსალმუნი. მასქილი 44  ღმერთო, ჩვენი ყურით მოვისმინეთ,ჩვენი წინაპრები გვიყვებოდნენ+იმ საქმეებზე, შენ რომ მოიმოქმედე მათ დროს,+დიდი ხნის წინათ.+   შენი ხელით აღგავე ხალხები,+მათ ნაცვლად კი ისინი დარგე.+შენ ანადგურებდი ერებს და დევნიდი მათ.+   თავიანთი მახვილით კი არ დაუფლებიან ქვეყანას+და საკუთარი მკლავით კი არ მოუპოვებიათ ხსნა,+არამედ შენი მარჯვენით, შენი მკლავითა+ და შენი სახის ნათელით,რადგან შენ მოიწონე ისინი.+   შენა ხარ ჩემი მეფე, ღმერთო.+მიეცი დიდებული ხსნა იაკობს.+   შენით შევუტევთ მტრებს;+შენი სახელით გავთელავთ მათ, ვინც ჩვენ წინააღმდეგ აღსდგა.+   ჩემს მშვილდზე არ ვყოფილვარ დაიმედებული+და არც ჩემს მახვილს ვუხსნივარ.+   შენ გვიხსენი მტრებისგან+და შენ შეარცხვინე ჩვენი მოძულეები.+   ღმერთს ვაქებთ მთელი დღე;+მარადიულად შევასხამთ ხოტბას შენს სახელს.+ სელა.   ახლა კი მიგდებული გყავართ და გვამცირებ;+არ მიუძღვები ჩვენს ლაშქარს.+ 10  უკუგვაქცევ მტრისგან,+გვძარცვავენ ჩვენი მოძულეები.+ 11  შესაჭმელად გვიმეტებ, როგორც ცხვარს;+ხალხებში გვფანტავ.+ 12  შენს ხალხს ჩალის ფასად ყიდი+და მათი საფასური არ გამდიდრებს. 13  მეზობლებისგან შეურაცხყოფილი გაგვხადე,+ირგვლივ მყოფთათვის — დასაცინი და მასხრად ასაგდები;+ 14  ხალხებისთვის სალაპარაკო გაგვხადე+და ერებისთვის — თავის საქნევი.+ 15  მთელი დღე ჩემ წინაშეა ჩემი დამცირება,სახე სირცხვილმა დამიფარა+ 16  შეურაცხმყოფლისა და მგმობელის ხმის გამო,მტრისა და შურისმაძიებლის გამო.+ 17  ყოველივე ეს თავს დაგვატყდა, მაგრამ არ დაგვვიწყებიხარ+და შენი შეთანხმებისთვის არ გვიღალატია.+ 18  ურწმუნოებით არ უკუქცეულა ჩვენი გული,+არც ჩვენს ნაბიჯებს გადაუხვევია შენი ბილიკიდან.+ 19  შენ შეგვმუსრე ტურების თავშეყრის ადგილზე+და უკუნეთით დაგვფარე.+ 20  თუ დავივიწყეთ ჩვენი ღვთის სახელიან უცხო ღმერთებისკენ თუ აღვაპყარით ხელები,+ 21  განა ღმერთი არ გამოიძიებს ამას?!+მან იცის გულის საიდუმლოებები.+ 22  შენი გულისთვის გვხოცავენ მთელი დღე,დასაკლავ ცხვრებად მიგვიჩნევენ.+ 23  გამოფხიზლდი, იეჰოვა, რატომ გძინავს?+გამოიღვიძე, სამუდამოდ ნუ მიგვაგდებ!+ 24  რატომ გვიმალავ სახეს?რატომ ივიწყებ ჩვენს გაჭირვებასა და ჩაგვრას?+ 25  მიწამდე მოიხარა ჩვენი სული,+მუცლით მიწაზე ვართ გართხმულნი. 26  აღსდექ ჩვენ დასახმარებლად+და გამოგვისყიდე შენი სიკეთით*!+

სქოლიოები

იხილეთ 42:8-ის სქოლიო.