ფს. 45:1—17
გუნდის ხელმძღვანელს: „შროშნები“. კორახის ძეების ფსალმუნი. მასქილი. სიმღერა საყვარელ ქალთათვის
45 გული კარგი საქმისკენ მეწევა.+ვამბობ: „ჩემი საქმეები მეფეს ეძღვნება“.+დახელოვნებული გადამწერის+ კალამივით+ იყოს ჩემი ენა.
2 ადამიანის ძეებზე მშვენიერი ხარ.+მშვენებაა გადმოღვრილი შენს ბაგეებზე;+ამიტომაც გაკურთხა ღმერთმა სამარადისოდ.+
3 გვერდზე შეიბი მახვილი,+ ძლევამოსილო,+შენი ღირსებითა და სიდიადით.+
4 წარმატებისკენ ისწრაფე შენი სიდიადით;+ჭეშმარიტების, თავმდაბლობისა და სიმართლის გულისთვის ამხედრდი+და შენი მარჯვენა გასწავლის შიშის მომგვრელ საქმეებს.+
5 შენი ბასრი ისრები მეფის მტრებს გულში ესობა;+შენ ფეხქვეშ ეცემიან ხალხები.+
6 ღმერთია შენი ტახტი სამარადისოდ, სამუდამოდ.+შენი სამეფოს კვერთხი სამართლიანობის კვერთხია.+
7 შენ გიყვარს სიმართლე+ და გძულს ბოროტება.+ამიტომაც დიდი სიხარულის ზეთით+ გცხო+ ღმერთმა, შენმა ღმერთმა,+ შენს მოზიარეებზე მეტად.+
8 შენი ტანსაცმელი სმირნის, ალოესა და კასიის სურნელს აფრქვევს;+სიმებიანი საკრავები გამხიარულებენ სპილოს ძვლის+ დიდებული სასახლიდან.
9 მეფეთა ასულები+ არიან შენი ძვირფასი ქალები.დედოფალი+ გიდგას მარჯვნივ, ოფირის ოქროთი შემოსილი.+
10 ისმინე, ასულო, დაინახე და ყური მიაპყარი.დაივიწყე შენი ხალხი და მამაშენის სახლი.+
11 მეფე ინატრებს შენს სილამაზეს,+რადგან ის არის შენი ბატონი,+მდაბლად თაყვანი ეცი მას.+
12 ტვიროსის ასულიც იქ არის ძღვნით...+მდიდარი ხალხი გულს მოგილბობს.+
13 მეფის ასული დიდებით არის მოსილი მის სასახლეში,+მისი ტანსაცმელი ოქროთია გაწყობილი.
14 ნაქსოვ სამოსელში გამოწყობილს მიიყვანენ მეფესთან.+შენ წინაშე მოიყვანენ ქალწულებს, რომლებიც მხლებლებად მოჰყვებიან მას.+
15 სიხარულითა და მხიარულებით მოგიყვანენ მათ,მეფის სასახლეში შევლენ ისინი.
16 შენი წინაპრების+ ადგილს შენი ვაჟები დაიკავებენ,+რომლებსაც მთავრებად დანიშნავ მთელ დედამიწაზე.+
17 შენს სახელს ვახსენებ თაობიდან თაობაში.+ხოტბას შეგასხამს ხალხი მარადიულად, სამუდამოდ.