ფს. 46:1—11

გუნდის ხელმძღვანელს. კორახის+ ძეების სიმღერა. ქალწულებივით 46  ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა,+შველა, რომელსაც მალევე პოვებ გაჭირვების დროს.+   ამიტომ არ შეგვეშინდება, თუნდაც სახე იცვალოს დედამიწამ,+თუნდაც ტორტმანით ჩაინთქან მთები დიდი ზღვის გულში;+   თუნდაც ახმაურდნენ და გადმოვიდნენ წყლები,+თუნდაც შეიძრან მთები მათ ხმაურზე.+ სელა.   მოედინება მდინარე, რომლის ნაკადებიც ახალისებს ღვთის ქალაქს,+უზენაესის წმინდა და დიდებულ კარავს.+   ღმერთია ქალაქის შუაგულში;+ არ შეირყევა ქალაქი.+ღმერთი დაეხმარება მას გარიჟრაჟზე.+   ახმაურდნენ ხალხები,+ შეიძრა სამეფოები.დასჭექა მან და დადნა დედამიწა.+   ჩვენთან არის იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი.+იაკობის ღმერთი ჩვენი თავშესაფარია მაღლობზე.+ სელა.   მოდით, იხილეთ იეჰოვას საქმეები!+რა საოცრებები მოახდინა დედამიწაზე.+   ის წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე,+მშვილდს ლეწავს და შუბს ამტვრევს,+ცეცხლში ბუგავს ეტლებს.+ 10  „დამნებდით და იცოდეთ, რომ მე ვარ ღმერთი!+განვდიდდები ხალხებს შორის,+განვდიდდები დედამიწაზე!“+ 11  ჩვენთან არის იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი.+იაკობის ღმერთი ჩვენი თავშესაფარია მაღლობზე.+ სელა.

სქოლიოები