ფს. 47:1—9

გუნდის ხელმძღვანელს. კორახის ძეების ფსალმუნი. სიმღერა 47  ტაში შემოჰკარით, ხალხებო!+სიხარულით შეჰყიჟინეთ ღმერთს მხიარული შეძახილებით;+   ვინაიდან შიშის მომგვრელია იეჰოვა, უზენაესი,+მთელი დედამიწის დიდებული მეფე.+   ის დაგვიმორჩილებს ხალხებს+და ფეხქვეშ გაგვიგებს ერებს.+   ამოგვირჩევს მემკვიდრეობას,+სიამაყეს იაკობისას, რომელიც მან შეიყვარა.+ სელა.   მხიარული შეძახილით მოდის ღმერთი,+ბუკის ხმით მოდის იეჰოვა.+   ქება უმღერეთ ღმერთს, ქება უმღერეთ!+ქება უმღერეთ ჩვენს მეფეს, ქება უმღერეთ!   ღმერთია მთელი დედამიწის მეფე,+ქება უმღერეთ მას და გონივრულად მოიქეცით.+   ღმერთი გამეფდა ხალხებზე,+ღმერთი დაჯდა თავის წმინდა ტახტზე.+   შეიკრიბა წარჩინებული ხალხი+აბრაამის ღვთის ხალხთან ერთად.+ღმერთს ეკუთვნის დედამიწის ყველა ფარი*,+იგი ამაღლებულია დიდად.+

სქოლიოები

შესაძლოა იგულისხმებოდეს ხალხის მმართველები ან მფარველები.