ფს. 48:1—14

კორახის ძეების+ ფსალმუნი, სიმღერა 48  დიდებულია იეჰოვა და დიდად საქები+ჩვენი ღვთის ქალაქში,+ მის წმინდა მთაზე.+   მშვენიერია სიონის მთა თავისი სიმაღლით, მთელი დედამიწის სიხარულია ის+შორეულ ჩრდილოეთში,+დიდი მეფის ქალაქი.+   მის საცხოვრებელ კოშკებში ღმერთი ცნობილი გახდა როგორც თავშესაფარი მაღლობზე.+   აი, ერთმანეთს შეხვდნენ მეფეები შეთანხმებისამებრ+და ერთად ჩაიარეს.+   მათ იხილეს და გაოცდნენ.შეშფოთდნენ და თავზარდაცემულები გაიქცნენ.+   კანკალმა აიტანა ისინი+და მშობიარე ქალივით შეიპყრო მშობიარობის ტკივილებმა.+   აღმოსავლეთის ქარით ამსხვრევ თარშიშის ხომალდებს.+   რაც მოვისმინეთ, ის ვიხილეთ+ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ქალაქში, ჩვენი ღვთის ქალაქში.+ღმერთი მარადიულად განამტკიცებს მას.+ სელა.   შენს სიკეთეზე*+ ვფიქრობთ, ღმერთო,შენს ტაძარში.+ 10  შენი ქება, ღმერთო, შენი სახელივით+სწვდება დედამიწის კიდეებს.შენი მარჯვენა სიმართლით არის სავსე.+ 11  იხაროს სიონის მთამ+და იმხიარულონ იუდას პატარა ქალაქებმა+ შენი სამართლით.+ 12  გარს შემოუარეთ სიონს და მოიარეთ იგი,+დათვალეთ მისი კოშკები.+ 13  დააკვირდით მის მიწაყრილებს,+დაათვალიერეთ მისი საცხოვრებელი კოშკები,რათა მოუყვეთ მომავალ თაობას.+ 14  ეს ღმერთი ჩვენი ღმერთია მარადიულად, სამუდამოდ.+ის წაგვიძღვება, სანამ მოვკვდებით.+

სქოლიოები

იხილეთ 42:8-ის სქოლიო.