ფს. 49:1—20
გუნდის ხელმძღვანელს. კორახის+ ძეების ფსალმუნი. სიმღერა
49 ისმინეთ, ხალხნო!ყური დაუგდეთ, ქვეყნიერების მკვიდრნო,+
2 ადამიანთა ძეებო, კაცის ძეებო,მდიდრებო და ღარიბებო.+
3 ჩემი ბაგე სიბრძნეს ილაპარაკებს,+ჩემი გულის ფიქრებში გაგების უნარი გამოვლინდება.+
4 ყურს მივაპყრობ იგავს+და ქნარზე ავხსნი ჩემს გამოცანას.+
5 რატომღა უნდა მეშინოდეს შავი დღეებისა,+როცა გარს შემომხვევია ჩემი შემავიწროებლების დანაშაული?+
6 მათგან, ვინც თავის ქონებაზეა დაიმედებული+და ვინც თავისი სიმდიდრით იკვეხნის,+
7 ვერც ერთი ვერ გამოისყიდის თავის ძმას,+ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს,
8 (მათი სულის გამოსასყიდი იმდენად დიდია,+რომ სამუდამოდ გადაუხდელი რჩება),
9 რათა მან მარადიულად იცოცხლოს და საფლავი* არ იხილოს.+
10 ის ხედავს, რომ ბრძენებიც კი იხოცებიან,+სულელნიც და უგუნურნიც ერთად იღუპებიან,+და თავიანთ ქონებას სხვებს უტოვებენ.+
11 გულით სწადიათ, რომ მათი სახლები მარადიულად იდგეს,+და მათი კარვები — თაობიდან თაობამდე;+თავიანთ სახელებს არქმევენ საკუთარ მამულებს.+
12 მაგრამ ადამიანი, თუნდაც პატივდებული, დიდხანს ვერ იცოცხლებს,+მკვდარ პირუტყვს დაემსგავსება.+
13 ასეთია სულელების გზაც+და მათ შემდეგ მომავალთა გზაც, რომლებსაც მათი ნათქვამი სიამოვნებთ. სელა.
14 ცხვრებივით სამარისთვის* არიან განწირულნი,+სიკვდილი დამწყემსავს მათ,+დილით მართლები დაიმორჩილებენ მათ,+და გაქრება მათი კვალი.+აღმატებული სამყოფლის ნაცვლად სამარეში დამკვიდრდება თითოეული.+
15 ჩემს სულს* კი თავად ღმერთი გამოისყიდის სამარის ხელიდან,+ის მიმიღებს მე. სელა.
16 ნუ შეშინდები, თუ ვინმე სიმდიდრეს იძენს,+თუ მისი სახლი დიდებით ივსება,+
17 რადგან სიკვდილის დროს ვერაფერს წაიღებს,+თან არ გაჰყვება დიდება.+
18 მთელი სიცოცხლე საკუთარ სულს აკურთხებდა.+(ხალხი ხოტბას შეგასხამს, რადგან კარგს არ აკლებ საკუთარ თავს).+
19 საბოლოოდ მისი სული მხოლოდ იქამდე მივა, სადაც მისი წინაპრების თაობაა.+ვეღარ იხილავენ სინათლეს.+
20 ადამიანი, თუნდაც პატივდებული, რომელსაც გაგების უნარი არა აქვს,+მკვდარ პირუტყვს დაემსგავსება.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — ორმო.
^ ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.
^ ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.