ფს. 5:1—12

ხელმძღვანელს: ნეხილას* თანხლებით. დავითის სიმღერა 5  ო, იეჰოვა, ყური მოაპყარი+ ჩემს სიტყვებს,გაიგე ჩემი ოხვრა.   ყურადღება მოაქციე ჩემს ღაღადს, როცა შველას გთხოვ,+ჩემო მეფეო+ და ჩემო ღმერთო, რადგან შენ მოგმართავ ლოცვით.+   დილით მოისმენ ჩემს ხმას, იეჰოვა,+დილით მოგმართავ და ვიფხიზლებ.+   შენ არა ხარ სიბოროტის+ მოყვარული ღმერთი;ვერასოდეს დამკვიდრდება შენთან ბოროტი.+   ვერ დადგება მკვეხარა შენ თვალწინ;+შენ გძულს ყველა, ვინც სიავეს სჩადის.+   შენ მოსპობ მას, ვინც სიცრუეს ლაპარაკობს.+სისხლისმღვრელი+ და მზაკვარი+ სძულს იეჰოვას.   შენი უსაზღვრო სიკეთის*+ გამომოვალ შენს სახლში+და შენდამი შიშით დავემხობი შენი წმინდა ტაძრის წინ.+   იეჰოვა, შენი სიმართლით წამიძეხი,+ რადგან მტერი მახვევია გარს.+გაასწორე შენი გზა ჩემ წინაშე.+   მათი პირიდან საიმედო არაფერი გამოდის;+მათი შიგნეული უბედურებით არის სავსე;+მათი ყელი ღია სამარხია+და ენით პირფერობენ.+ 10  ღმერთი დაადანაშაულებს+ მათდა დაეცემიან თავიანთი ზრახვების გამო;+გაიფანტებიან თავიანთი უამრავი ცოდვის გამო,+რადგან გეურჩნენ.+ 11  ყველა, ვინც თავს გაფარებს, გაიხარებს+და მარადიულად სიხარულით იყიჟინებს.+შენ ჩაკეტავ მათთან მისასვლელს.შენი სახელის მოყვარულები შენით გაიხარებენ.+ 12  შენ თავად აკურთხებ ყველა მართალს,+ იეჰოვა;როგორც დიდი ფარით,+ ისე დაიფარავ მათ შენი კეთილგანწყობით.+

სქოლიოები

ებრაული სიტყვის მნიშვნელობა გაურკვეველია. ეს შეიძლება იყოს სასულე საკრავის სახელწოდება ან მელოდიის განმსაზღვრელი სიტყვა.
ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.