ფს. 50:1—23

ასაფის+ სიმღერა 50  ძლევამოსილი,+ ღმერთი, იეჰოვა+ ლაპარაკობს;+ის უხმობს დედამიწას+მზის ამოსავლიდან მის ჩასავლამდე.+   სიონიდან — სრულყოფილი მშვენებიდან+ — გამოანათა ღმერთმა.+   მოვა ჩვენი ღმერთი და ვერ დადუმდება.+შთამნთქმელი ცეცხლია მის წინაშე+და ქარიშხალია მის გარშემო.+   ის უხმობს ზევით ზეცას და ქვევით მიწას,+რათა სამართალი გაუჩინოს თავის ხალხს:+   „ჩემთან შეგროვდით, ჩემო ერთგულნო,+რომლებიც მსხვერპლის წყალობით დებთ შეთანხმებას“.+   ზეცა აცხადებს მის სიმართლეს,+რადგან ღმერთია მოსამართლე.+ სელა.   „მომისმინე, ჩემო ხალხო, და გეტყვი,+შენ წინააღმდეგ დავამოწმებ, ისრაელო.+მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი.+   არც მსხვერპლის გამო შეგაგონებ+და არც მთლიანად დასაწვავი შესაწირავის გამო, რომელიც მუდამ ჩემ წინაშეა.+   არ წამოვიყვან შენი სახლიდან ხარს,+არც შენი ფარეხებიდან — ვაცებს, 10  რადგან ჩემია ტყის ყველა გარეული ცხოველი+და ყოველი პირუტყვი ათასობით მთაზე.+ 11  კარგად ვიცი მთის ყველა ფრინველი+და ველის ცხოველთა ჯოგები ჩემია.+ 12  რომც მომშიებოდა, შენ არ გეტყოდი,რადგან ჩემია ნაყოფიერი მიწა+ და ყველაფერი, რაც მასზეა.+ 13  განა შევჭამ ძლიერი ხარების ხორცს+და ვაცების სისხლს შევსვამ?!+ 14  მსხვერპლად მადლობა შესწირე ღმერთს+და აღთქმები შეუსრულე უზენაესს.+ 15  მომიხმე გაჭირვების დღეს;+გადაგარჩენ და შენ განმადიდებ“.+ 16  ბოროტს კი ღმერთი ეტყვის:+„ვინ მოგცა იმის უფლება, რომ დაითვალო ჩემი წესები+და შენი პირით ილაპარაკო ჩემს შეთანხმებაზე?+ 17  შენ გძულს დარიგება;+ბანზე მიგდებ სიტყვებს*.+ 18  ქურდის დანახვა გსიამოვნებს+და მრუშებთან გაქვს წილი.+ 19  პირიდან ბოროტება ამოგდის+და მზაკვრობა გაქვს ენაზე.+ 20  ზიხარ და საკუთარი ძმის წინააღმდეგ ლაპარაკობ,+დედაშენის შვილს ცილს სწამებ.+ 21  ამ ყველაფერს აკეთებდი, მე კი ვდუმდი.+გეგონა, შენ დაგემსგავსებოდი.+შეგაგონებ+ და თვალწინ გადაგიშლი ყველაფერს.+ 22  გთხოვთ, შეიგნეთ ეს, ღვთის დამვიწყებლებო,+რათა ნაფლეთებად არ გაქციოთ; მაშინ ვერავინ გიშველით.+ 23  ვინც მსხვერპლად მადლობას მწირავს, ისაა ჩემი განმადიდებელი.+ვინც სწორ გზას ადგას,მას ვუჩვენებ ღვთისგან ხსნას“.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — შენ უკან აგდებ ჩემს სიტყვებს.