ფს. 51:1—19

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის სიმღერა. როცა ნათან წინასწარმეტყველი მივიდა მასთან მას შემდეგ, რაც დავითი ბეთ-შებასთან+ დაწვა 51  წყალობა მიყავი, ღმერთო, შენი სიკეთით*.+შენი წყალობის სიუხვით წარხოცე ჩემი ცოდვები.+   მთლიანად ჩამომრეცხე დანაშაული+და განმწმინდე ჩემი ცოდვისგან,+   რადგან ვიცი ჩემი დანაშაული+და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას.+   შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე,+ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში;+ამიტომ მართალი ხარ, როცა ლაპარაკობ,+და სამართლიანი ხარ, როცა ასამართლებ.+   აი, დანაშაულში დავიბადე მშობიარობის ტკივილებით+და ცოდვაში ჩავესახე დედაჩემს.+   შენ გსიამოვნებს ჭეშმარიტების დანახვა ადამიანის გულში;+ღრმად ჩადე ჩემში სიბრძნე.+   უსუპით განმწმინდე ცოდვისგან, რათა სუფთა ვიყო;+განმბანე, რათა თოვლზე მეტად გავთეთრდე.+   გამაგონე სიხარულისა და მხიარულების ხმა,+რათა გაიხარონ შენ მიერ შემუსვრილმა ძვლებმა.+   ჩემი ცოდვებისგან დაფარე შენი სახე+და წარხოცე ყველა ჩემი დანაშაული.+ 10  სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო,+და ახალი, მტკიცე სული ჩამიდგი.+ 11  თავიდან ნუ მომიშორებ+და შენს წმინდა სულს ნუ წამართმევ.+ 12  დამიბრუნე სიხარული შენგან ხსნით+და გამამაგრე მზადყოფნის სულით.+ 13  შენს გზებს ვასწავლი შემცოდველებს,+რათა დაგიბრუნდნენ ცოდვილები.+ 14  მიხსენი სისხლის ღვრისაგან,+ ღმერთო, ჩემი ხსნის ღმერთო,+რათა ჩემმა ენამ სიხარულით ილაპარაკოს შენს სიმართლეზე.+ 15  იეჰოვა, ბაგე გამიხსენი,+რათა გაქოს ჩემმა პირმა.+ 16  მსხვერპლი არ გსიამოვნებს, თორემ შემოგწირავდი;+არ გსიამოვნებს მთლიანად დასაწვავი შესაწირავი.+ 17  ღვთისთვის მსხვერპლი დამწუხრებული სულია;+მოდრეკილ და განადგურებულ გულს ნუ უგულებელყოფ, ღმერთო.+ 18  შენი სიკეთით მოეპყარი სიონს,+ააშენე იერუსალიმის გალავანი.+ 19  მაშინ სიამოვნებას მოგანიჭებს სიმართლის მსხვერპლი,+დასაწვავი მსხვერპლი და მთლიანად დასაწვავი შესაწირავი;+მაშინ მოიტანენ მსხვერპლად ხარებს შენს სამსხვერპლოზე.+

სქოლიოები

იხილეთ 42:8-ის სქოლიო.