ფს. 52:1—9

გუნდის ხელმძღვანელს. მასქილი. დავითის ფსალმუნი. როცა დოეგ ედომელი მივიდა საულთან და უთხრა, რომ დავითი ახიმელექის სახლში იყო მისული+ 52  რატომ იკვეხნი ბოროტებით, ძლევამოსილო?+ღვთის სიკეთე* მთელი დღე ვლინდება.+   უბედურებას იზრახავ ენით, სამართებელივით გაქვს გალესილი+და ცბიერულად ხმარობ.+   სიკეთეზე მეტად ბოროტება გიყვარს+და სიმართლის ლაპარაკზე მეტად — სიცრუე.+ სელა.   შენ გიყვარს გამანადგურებელი სიტყვები,+ცბიერო ენავ.+   ღმერთი დაგანარცხებს სამუდამოდ;+ძირს დაგაგდებს და მოგაშორებს შენს კარავს;+ამოგძირკვავს ცოცხლების ქვეყნიდან.+ სელა.   მართლები დაინახავენ ამას, შეეშინდებათ+და გაიცინებენ მასზე.+   ასეთი კაცი ღმერთს არ თვლის თავის სიმაგრედ,+არამედ თავისი სიმდიდრის სიუხვეზე ამყარებს იმედს;+სხვისი გაუბედურებაა მისი თავშესაფარი.+   მე კი ფოთოლხშირი ზეთისხილის ხესავით+ ვიქნები ღვთის სახლში.ღვთის სიკეთეზე დავამყარებ იმედს მარადიულად, სამუდამოდ.+   მარადიულად შეგასხამ ხოტბას შენი საქმეებისთვის.+შენს ერთგულთა თვალწინ იმედს დავამყარებ შენს სახელზე, რადგან კარგია იგი.+

სქოლიოები

იხილეთ 42:8-ის სქოლიო.