ფს. 55:1—23

ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით. მასქილი. დავითის ფსალმუნი 55  ყური მოაპყარი, ღმერთო, ჩემს ლოცვას,+ნუ დამემალები, როცა წყალობას გთხოვ.+   მომხედე და მიპასუხე.+მოსვენებას არ მაძლევს ჩემი საწუხარი+და განუწყვეტლივ ვშფოთავ   მტრის ხმაზე, ბოროტისგან შევიწროებული;+ვინაიდან ისინი სიავეს მატეხენ თავს,+მირისხდებიან და მტრობა აქვთ გულში.+   მწარედ მტკივა გული+და სიკვდილის შიშით ვარ შეპყრობილი.+   შიშმა, კანკალმა ამიტანა+და ავთრთოლდი.   ვამბობ: „ნეტავ მტრედივით მეც მქონდეს ფრთები!+გავფრინდებოდი და სადმე დავმკვიდრდებოდი.+   შორს გადავიხვეწებოდი+და უდაბნოში დავიდებდი ბინას...+ სელა...   ვიჩქარებდი, რომ მომენახა თავშესაფარიძლიერი ქარისგან, ქარიშხლისგან“.+   იეჰოვა, აურიე და დაყავი მათი ენები,+რადგან ძალადობა და დავა ვიხილე ამ ქალაქში.+ 10  დღედაღამ დადიან მის გალავანზე;+სიავე და გასაჭირია იქ.+ 11  უბედურებაა იქ;ჩაგვრა და მზაკვრობა არ სცილდება მის მოედნებს.+ 12  მტერს რომ მოეყენებინა ჩემთვის შეურაცხყოფა,+ავიტანდი.მოძულე რომ გამმედიდურებოდა,+დავემალებოდი,+ 13  მაგრამ ეს შენ იყავი, მოკვდავი ადამიანი, ჩემი თანასწორი,+ჩემი ნაცნობი და ახლობელი.+ 14  ერთმანეთთან ახლო ურთიერთობით ვხარობდით,+ღვთის სახლში ხალხთან ერთად დავდიოდით.+ 15  გაპარტახდნენ ისინი!+ცოცხლად ჩავიდნენ სამარეში*,+რადგან ბოროტება ბუდობდა მათში მათი ხიზნობის დროს.+ 16  მე კი ღმერთს მოვუხმობ,+იეჰოვა დამიხსნის.+ 17  დილას, საღამოს თუ შუადღისას განუწყვეტლივ ვწუხვარ, ვკვნესი,+და მას ესმის ჩემი ხმა.+ 18  ის გამოისყიდის ჩემს სულს ჩემ წინააღმდეგ მებრძოლთაგან და სიმშვიდეში ამყოფებს მას,+რადგან ბევრი გამოვიდა ჩემ წინააღმდეგ.+ 19  მოისმენს და პასუხს გასცემს მათ ღმერთი,+ის, ვინც კვლავინდებურად ტახტზე ზის...+ სელა...მათ, ვინც არ იცვლება+და ღვთისა არ ეშინია.+ 20  გაიწოდა ამ კაცმა ხელი მათ წინააღმდეგ, ვისაც მასთან მშვიდობა ჰქონდა.+მან შებღალა თავისი შეთანხმება.+ 21  კარაქზე რბილია მისი პირიდან გამოსული სიტყვები,+მაგრამ გული ბრძოლისკენ მიუწევს;+ზეთზეც რბილია მისი სიტყვები,+მაგრამ მომარჯვებული ხმლებივითაა.+ 22  იეჰოვას მიანდე* შენი ტვირთი+და ის ამოგიდგება მხარში,+ის არასოდეს დაუშვებს მართლის წაბორძიკებას.+ 23  ღმერთო, შენ ჩაყრი მათ ყველაზე ღრმა ორმოში.+სისხლისმღვრელები და მზაკვრები თავიანთი სიცოცხლის ნახევარსაც ვერ გალევენ,+მე კი შენზე ვიქნები მონდობილი.+

სქოლიოები

იხილეთ 49:14-ის სქოლიო.
ანუ გადაეცი.