ფს. 56:1—13
გუნდის ხელმძღვანელს: „შორს მყოფთა შორის მდუმარე მტრედი“. დავითის ფსალმუნი. მიქთამი. როცა ფილისტიმელებმა შეიპყრეს იგი გათში+
56 წყალობა მიყავი, ღმერთო, რადგან პირი მტაცა მოკვდავმა კაცმა.+მთელი დღე მებრძვის და მჩაგრავს.+
2 ჩემი მტრები მთელი დღე იმას ცდილობენ, რომ პირი მტაცონ,+ბევრნი არიან და ქედმაღლურად მებრძვიან.+
3 რა დღესაც შემეშინდება, შენ მოგენდობი.+
4 ღმერთზე მინდობილი ხოტბას შევასხამ მის სიტყვას.+ღმერთზე ვამყარებ იმედს, არ შევშინდები.+რას მიზამს ხორციელი?+
5 მთელი დღე საქმეს მიფუჭებენ,ყველა მათი ფიქრი ჩემ საზიანოდ არის მიმართული.+
6 თავს მესხმიან, იმალებიან,+ჩემს ყოველ ნაბიჯს აკვირდებიან+ჩემს სულს დადარაჯებულნი.+
7 მიაგდე ისინი, რადგან სიავეს სჩადიან,+რისხვით დაამხვე ხალხები, ღმერთო!+
8 ჩაწერილი გაქვს ჩემი ხეტიალის ამბავი.+შეაგროვე ჩემი ცრემლები შენს ტიკში!+განა შენს წიგნში არ არის ისინი?!+
9 გაბრუნდებიან ჩემი მტრები, რა დღესაც მოგიხმობ.+კარგად ვიცი, რომ ღმერთია ჩემთან.+
10 ღმერთზე მინდობილი+ ხოტბას შევასხამ მის სიტყვას;იეჰოვაზე მინდობილი ხოტბას შევასხამ მის სიტყვას.+
11 ღმერთზე ვამყარებ იმედს, არ შევშინდები.+რას მიზამს ადამიანი?+
12 ღმერთო, შენთან დადებული აღთქმები მაქვს დაკისრებული.+სამადლობელს აღგივლენ.+
13 შენ იხსენი სიკვდილისგან ჩემი სული...+განა შენ არ იხსენი ჩემი ფეხი წაბორძიკებისგან,+რათა ცოცხალთა ნათელში მევლო ღვთის წინაშე?!+